დიდი, დიდი მადლობა ყველას მოლოცვებისთვის

აქამდე კომპი არც კი ჩამირთავს - დიდ გაუგებრობაში ვარ, ზოგადად

))
ვიცი, რომ გაინტერესებთ და რახან დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის დროს და განწყობას ვეღარ ჩავიგდებ ხელში, მოკლედ მოვხაზავ:
ვიმშობიარე 37-ე კვირაზე გაგუას კლინიკაში, დათომ მამშობიარა, ეპიდურული გაუტკივარებით, ყოველგვარი ჩაჭრის, ჩახევის, ნაკერის და ექსტრიმის გარეშე; მშობიარობა _ ნუ, რა ვთქვა, ვ ჟიზნი ამაზე მეტადაც მტკენია
ძალიან კარგად ვართ სამივე _ პაწუკები მორალურადაც კარგად არიან, დედისგან განსხვავებით

))
ჰო, რძე არ გვაქვს და ხელოვნურ საძაგლობას ვჭამთ. დედა საშინლად განიცდის, ბარტყებს, ვატყობ _ ჰკიდიათ

))
წავედი ახლა, ამათი საჭმლის მორიგი თუხთუხი მელის წინ.
გკოცნით კიდევ ერთხელ, ძალიან კარგები ხართ
Дети _ лишь оправданье нашей наготе...
მე ახლა მარწყვს ვჭამ