praviniaფუფუაა სტრია

მე ვითხიპნი ყველაფერს რაც ხელში მხვდება, სპეციალური სტრიების კრემებსაც,
ზეითუნის ზეთს, E ვიტამინი, ვაზელინი - მაინც გამიჩნდა

აი ესენი რომ არ მესვა, ალბათ ვაბშე ზებრა ვიქნებოდი
მკერდზე ადრეც მქონდა ცოტა, ახლა რამოდენიმე შემომემატა თითქოს
ქვევიდან, ისეთი, რომ იმ კვირაში დეკოლტე მეცვა, საკმაოდ ღრმა

მაგრამ სტრიები არ ჩანდა იმაში. კუპალნიკი მოვიზომე და არც იმაში ჩანდა.
ფეხებზე ან სადმე არ მაქვს, სამაგიეროდ გამიჩნდა გვერდებზე და მუცელზე
ქვედა მხრიდან, მერჯვენა და მარცხენა მხარეს, თითქოს ვიღაცამ ამომჩხაპნაო.
მუცელზე და მარცხენა გვერდზე ძალიან ზედაპირულებია, ფერი აქვს სტრაშილკა,
თორე ეს რომ გაღიავდება არამგონია დიდად შეასამჩნევი იყოს (ანუ ღრმა არ არის)
თანაც ხელს რომ ვუჭერ და ვჭმუჭნი გეგონება ქრებაო, აღარ ჩანს.
აი მარჯვენა გევრდზე მაქვს 1 ცალი ღრმა, ის რომც გაუფერულდეს - დამეტყობა

ეს სტრიები გამიჩნდა მეშვიდე თვის ბოლსოდა 8 თვის დასაწყისში. 1 თვე გავიდა და
მეტი არ დამმატებია, უბრალოდ ფერს იცვლიან, ლურჯები იყვნენ, მერე გაწითლდნენ
და ახლა თითქოს ძაან ოდნავ დაეკარგათ ფერი ( გაცრეცილი წითლები არიან ზოგი, ზოგი ისევ ლურჯები)
დასკვნა - ვერ ვიტყვი რომ დავმახინჯდი, უარესებიც მინახავს, ჩემ დაქალებზე, ნათესავებზე,
ძაან მინდოდა არ გამჩენოდა, მაგრამ საშუალება არ გამიმაზია, ყველაფერი ზედ ვითხიპნე,
უბრალოდ ძალიან მშრალი კანი მაქვს ტანზე.
ფერი რომ გადაუვა მოგახსენებთ, "რას ვემსგავსები"