მეც მოვედიიიიიიიიიიიიი

ესეიგი ვიყავი ეხოზე, გესტაციით 9 კვირის და 3 დღის - იგივე 9 კვირის

დაადო ეხოს აპარატი მუცელს და უუუუფო დაიძახა ეგრევე
დაგვხვდა გასიებულ-გაფუმფულებული ბავშვი, მხარ-თეძოზე
იყო წამოწოლილი, ზურგი ქონდა ჩვენკენ მოქცეული ეძინა

უჩანდა ცალი მკლავი და ცალი ბარძაყი

გაზომა სანაყოფე პარკი: 38 მმ
ქორიონი: 9 მმ
ყვითრი: 3.5 დეოფრმაციის გარეშე
და თავად ბავშვი ტაკოდან თავამდე: 2.5 სმ
გულისცემა: 176 დ/წ - მეთქი ძაან ჩქარი ხომ არ არისთქო? წინაზე 126 ქონდა
და არაო, ასე უნდა იყოს, ყველაფერი თავის ნორმაში აქო

(ძაან სუფთად უცემდა გული, არითმიის გარეშე და მომეწონა)
ნაყოფი ზომებით შეესაბამება 9 კვირასო.
გაუტია ჩემმა ცომის ნაჭერმა, 1 კვირით გვიან ჩაისახა
და გესტაციის ვადას 3 კვირით ჩამორჩებოდა თავიდან
ახლა კიდე უკვე დაეწია, ანუ 6 კვირის ჩასახულია, მაგრამ 9 კვირის არის ზომით

სურათიც ამოგვიბეჩდეს, ლუარსაბის პოზაში, დავასკანრებე და დავდებ

ხო კიდე მითხრა წნევები დაბალი ხო არ გაქო, მეთქი კი, დაბალწნევიანი ვართქო,
ხო და შენ თუ არ გაწუხებს პრობლემა არ არისო.
კიდე რაღაც ჩამიწერა დავდებ მერე რას ნიშნავს არ ვიცი, მაგრამ ასე მითხრა ყველაფერი
ისეა, როგროც უნდა იყოსო და 12 კვირაზე დამიბარა