lelukaa
Up_&_Downსამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გავარკვიეთ პედიატრების დახმარებითაც,
რომ ბავშვს არ ყოფნიდა რძე.
წოვის რეფლექსი ერთია, მაგრამ ძუძუდან არაფერი რო არ გადმოდის, რომ ეჩხუბება
ძუძუს, მოაშორებ და ჩხავის, მიცემ დამატებას, მოწოვს და ისუსება, ეგრევე იძინებს
ან 1 ხანდახან 2 საათიც ფხიზლად არის წევს და ღუღუნებს თავისთვის ფაქტია, რომ
წოვა კი არა, საჭმელი უნდა.
თანაც მატება ქონდა ცუდი, 2 კვირაში 200 გრამი

იმდეინც არ იყო გუშინ, რამდენიც დაიბადა.
მეორე დღეა რაც მივეცით დამატება და დღეს უკვე წავიდა მატებაში

მოკლედ ამ დღეებში რო ამდენი ვიწველე და ბავშვი ზედ მეკიდა 24 საათი
საშინელ დღეში ჩამივარდა თავები, მერე გოჩიტაშვილის მაზმა ვაბშე დედა მიტირა
ძლივს ავიძრე ლამის აყვა ყველაფერი, გამიხმო მთელი მკერდი და სიწითლე წავიდა,
გამიმაგრდა საშინლად და მგონი ისევ სიცხემ მომცა, მოვიდა ჩემი დალი მასაჟისტი, ჩემი მშველელი

გამიმიწველა და ამოვისუნთქე, დამარიგეს თან, რომ 7 წუთი უნდა ვაწოვო საშუალოდ თითო ძუძუ,
მეტი არაო, იმიტო რო თავები ისეთ დღეში ჩამივარდა ვფიქრობდი ვაბშე ვეღარ მივცემთქო, ტირილით ვაჭმევ,
მართლაც 5 წუთი რომ წოვს ყლაპავს და მერე იწყებს უაზროდ ღლაჭუნს, 7 წუთში რომ ვამოწმებ აღარაფერი გადმოდის
საერთოდ, მერე ასევე ვაცლევინებ მერეს და ვწონი, რამდენი გრამი ჭამა, ზოგჯერ 40 აქვს ნაჭამი, ზოგჯერ 60, იმის მიხედვით
ვაძლევთ მერე დამატებას და თვითონ არეგულირებს, ზედმეტს არ ჭამს, როგორც კი შეავსებს 100-120 გრამს (3-მა პედიატრმა მითხრა ასე უნდა ჭამდესო)
ეგრევე ხურავს პირს და წყნარდება, რო მოკლა აღარ იდებს არც ძუძუს არც სოსკას.
არც ისე სწორი აღმოჩნდა საათობით წოვას რძე რო მოყავს, გუშინ დავისვენე რასაც ქვია, ნერვოზმა და დეპრესიამაც გადამიარა,
ბავშვსაც ხმა არ ამოუღია, ღამეც 12-ზე ჭამა დაიძინა, 5-ზე ჭამა და 11-ის ნახევრამდე ეძინა მშვიდად.
დღის განმავლობაში 3 საათიან შუალედებს აკეთებს თვითონ
და რაც ყველაზე მთავარია გუშინ ყველა ჭამაზე ჭირდებოდა დამატება, ძუძუდან წოვდა 40-50-მაქსიმუმ 60 გრამს,
ამ დილით კიდევ 80 გამოწოვა და დამატებაც აღარ მოითხოვა.
ასე რომ
Salome_L - მესმის შენი საშინლად, კარგად დააკვირდი, თუ გაქვს საშუალება ელექტრო სასწორი გათხოვოს ვინმემ,
ან იყიდო, რომ მიხვდე რამდენს ჭამს და თავი არ მოიკლა გეხვეწები რა. ახლა უფრო ნაკლებს ვჭამ და ვსვავ და რძე მეტი
წამომივიდა, მეც დავმშვიდდი, თუ ითხოვს დამატებას ვუმატებ.
ყველა მებნებოდა იქნებ გაზებია, იქნებ ის, იქნებ ეს, უკვე ვხვდები როდის რა აწუხებს.
მითუმეტეს გაზებს კარგად უმკლავდება, კუჭშიც გადის, გაზებზეც და აბოყინებს, ზარბაზანს ვეძახი,
რაც მივეცი დამატება ხმას არ იღებს და ზის 2 კვირის ბავშვი კალიასკაში ღრძილებგადმოყრილი იკრიჭება