Salome_Lმე მოგცემ ნომერს ახლა PM-ში, მაგრამ ისეთი დაკავებულია
არ ვიცი შეძლებს თუ არა

დატვირთული გრაფიკის გამო მობილურს არ ატარებს
სახლში უნდა დაურეკო და დატოვო კოორდინატები, საღამოობით არის.
პს. გუშინ საღამოს ისევ ამიწია სიცხემ, ჯერ 37.8 შემდეგ 38.2....
არადა იმ დღეს იყო დალი და კარგად გამომწველა, მერე ბავშვს 2-ჯერ ვაჭამე
დავაცლევინე ორივე ძუძუ, მაგრამ მაინც.
ხელს ვიდებდი გამაგრებები არ იყო არაფერი თითქოს, დალის ველაპარაკე
და აუცილებლად ხვალვე საშვილოსნო შეამოწმებინეო.
დღეს გამოვიქეცი შორენასთან, ჩავაბარე შარდი, სისხლი ვერა, დამავიწყდა და
ბავშვს რო ვაჭამე გავვარდი ეგრევე კამპოტები და კარაქიანი პურები ჩავიტენე.
ორშაბათს სისხლს ჩავაბარებ.
გამიკეთეს ეხო საშვილოსნო იდეალურად არის, ვერც იტყვი 2 კვირის ნამშობიარები
რო ხარო და აქედან გამორიცხულია სიცხეო.
მკერდზეც გადამიღეს და სადინარებში რძეა ჩამაგრებული, ეს იქნება მიზეზიო
შარდს და სისხლსაც ვნახავ. თუ რამე ანტიბიოტიკს მოგცემთო.
მოკლედ დავიტანჯე რა.
შეკრულობის გამო სიცხე შეიძლება მომცეს ?