სიყვითლე, ანუ ბილირუბინი აქვს მაღალი? უარყოფითი ხომ, მაგრამ ერთი ჯგუფი გაქვთ ორივეს?
მე ჩემს პაატარა გამოცდილებას გაგიზიარებთ, მომავალო დედიკოებო.
დედაჩემმა ვერ გვაჭამა ძუძუ ცუდი სადინარებისა და ძუძუსთავების პრობლემების გამო. ანალოგიური მიზეზით ჩემმა დამ აიკრა მკერდი. მე თქვენი რჩევებით შემდეგი 3 საკითხი გავითვალისწინე და ჯერ-ჯერობით ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს:
1) ბავშვისათვის ძუძუს სწორად მიცემა - მხოლოდ ძუძსთავები კი არა, მის გარშემო მუქი ორეოლებიც (მგონი ასე ჰქვია) მთლიანად უნდა ჩავუდოთ ბავშვს პირში: ჯერ ერთი, წოვა სწორედ ასე ხდება; მეორეც, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ ძუძუსთავები არ დასკდეს.
2) ვისაც მგრძნობიარე ძუძუსთავები აქვს, მათი სწორად მოვლა ლაქტაციის დაწყებიდანვე აუცილებელია. ჩემს შემთხვევაში "მუსტელას" კრემმა გაამართლა (რაც მე მაგ ბალზამის შემქმნელებს და ჩემთვის მის მრჩეველებს ვლოცავ

), ყოველი წოვების შემდეგ ვისვამ და ზემოდან პარკებს ვიფენ, რომ სინოტივე შეინარჩუნოს.
3) ნუ დაელოდებით სადინარებში რძის ჩამაგრებას - თავიდანვე მიმართეთ ვინმე კარგ მასაჟისტს. ჩემს შემთხვევაში არ უჩანდა პირი, რომ ცუდი სადინარები მქონდა, მაგრამ მასაჟისტმა მაინც სასწაული მოახდინა, მეც მასწავლა სახელდახელო მასაჟი და კვებისთვის კარგი პოზიციები.