გოგოებო მოვედი ესეიგი ჩემი ისტორიით, ძალიან გრძელი დღე მქონდა,
დამღლელი და კარგად დამთავრდა ყველაფერი.
მოკლედ მე და ჩემი ქმარი წავედით, კინოში, ვისეირნეთ, გავერთეთ,
ამასობაში მოსაგამოვდა, დაბნელდა, მოგვშივდა და შევედით მაჭახელაში.
სანამ ჩემი გემრიელი აჭარული მოვიდოდა ტუალეტში შევედი და
რას ვხედავ, ყავისფერი ! და კინაღამ მოვკვდი ისე შემეშინდა,
მეტი არ მომდიოდა მარა ცოტა დამხვდა ყოველდღიურზე. ფერი აღარ მედო სახეზე
წარმოვიდგინე ყველაფერი ცუდი და საშინელება. გავვარდი გარეთ და ველაპარაკე შორენას, დამაწყნარა, შეიძლება პლაცენტის დაზიანებააო,
კარგი არაა, მაგრამ საგანგაშოც არაო, დამშვიდდი, უტროჟესტანი გაიკეთე, მაგნე B6 დალიე
2 ტაბლეტი დაიმთხარი როგრო იქნებიო, ან ტკვილი თუ გექნაო.
მე ვერ მოვითმინე, იმიტო რო გული მიბაგუნებდა, ვიმსჯელეთ მე და
მიმღებში წავედით, ველოდეთ კარგა ხანი ეხოზე თუ იყო ვინმე. გამოვიდა ძაან სასიამოვნო გოგო,
მოვუყევი ასე ასეათქო და ნაყოფის გულისცემა მინდა გავიგო თორე ვერ დავმშვიდდებითქო,
სანამ შევიდოდით გამომკითხა ყველაფერი დეტალურად, დავწექი საწოლზე
დამადო ეხოს აპარატი და გაიღიმა, მივხვდი რაღაც კარგი იყო, ჩართო ხმამაღლა დოპლერი
და ჩემი ბარტყის გულის ბაგა-ბუგი გავიგე. მომეშვა გულზე, მომიტრიალა მონიტორი,
კარგად არისო, 167 ქონდა გულისცემა. მოძრაობსთქო? კიო, ნახეო, დავაკვირდი და ზურგზე
იწვა (ტაკოა ღარ ქონდა მოშვერილი) და ქანაობდა აქეთ იქით, დავიწყე სიცილი, მოვედი ხასიათზე
ამანაც გაზომა, 3.67 სმ. ზუსტად ტოლია გესტაციის და ნაყოფის ვადებიო. მერე ბარემ კისრის
ნაოჭიც ვნახოთო, 1.3 მმ-ო და ამაზე წამოვხტი ლამის, იდეალურიაო. ისე გამხიარდა რო რავი,
მოდი ახლა სურათსაც მოგცემო და თქმა არ ქონდა დამთავრებული ამოტრიალდა ეს მაიმუნი,
სალტო გააკეთა და დაიწყო ხელების და ფეხების ქნევა ისეთი სისწრაფით გამოვშტერდი, ეხოსკოპისტმაც
სიცილი ატეხა, რა დღეშია ამას უყურეო, არ გაჩერდა, რაღაც კოშმარი სურათი გამოვიდა

არაფერი ჩანს.
მითხრა რომ ძაან პატარა ჰემატომააო პლაცენტაზეო, 3 მმ-ო და ან დაჭირდება წამალი ან არაო.
არაა საშიშიო.
გამოვედი კარგ ხასიათზე, შორენასაც დავურეკე და ხო გიტხარი არაა საგანგაშოო, პლაცენტის
დაზიანებაზე არაფერი უთქვამს ეხოსკოპისტს და ეტყობა ის ჰემატომა ცოტა ძველი იყო და ჩამოიშალასავითო,
რო ყოფილიყო ალისფერი და უფრო სისხლისფერი ის საშიში იქნებოდა და ეგ ეტყობა ძველი ჩამოიშალაო.
ასეთი გიჟი დღე მქონდა. ახლა ვწევარ და ვცდილობ დავისვენო, ყველაფერი დავლიე რაც საჭირო იყო
და თვალწინ მიდგას ჩემი ბარტყის გიჟური ხელ-ფეხის ქნევა. იცით რამსისქე ბარკლები ქონდა?
ბუთქუნააა.
This post has been edited by Ia-forumze on 14 Feb 2010, 23:03