კალიასკას ვეძებ და ვერ ავარჩიე, მოვიარე ყველა ბაზრობა, ყველა მაღაზია.
მინდა შედარებით მსუბუქი იმიტო რო მეოთზეზე ვიცხოვრებ ულიფტოდ და მეც ცოდო ვარ და ძიძაც.
სახელური რო გადმოდიოდეს, ოთხ ბორბალზე რომ იყოს, ცოტა განიერი რომ იყოს, ძალიან მაგარი არ მინდა ანუ ჩაფენა რო დაჭირდეს არ მინდა.
კარგი ხარისხის მინდა და მინდა ნაცრისფერი სტაფილოსფერშI.
ვინმე სადმე რამე მსგავსი ხო არ გეგულებათ?
და კიდევ, თქვენი გამოცდილებიდან რამეს ხო არ მირჩევდით კალიასკის შეძენამდე?
აუ ჩიკოშI ვნახე გუშინ სკამი, მგონი რესტორან სკამს ეძახიან ხო/
ზუსტად მაგ ფერებშI, ძაან მომწონს ეგ გადაწყვეტა - ნაცრისფერი სტაფილოსფრით.
287 ლარი ღირდა მგონი, დავეცი ისეთი მაგარი იყო

ვეძებ კიდე საწოლზე ჩამოსაკიდებელ მუსიკალურ სათამაშოებს, ოლალაში ის მომეწონა რომ კაი ფერები იყო და მუსიკას ირჩევდი იყო ბახი, ბეტჰოვენი და მოცარტი და ირჩევდი რომელი ჩაგერთო, თავი გაიგიჟეს ისეთი მასალააო, ბავშვმა რომც გაღეჭოს არაფერიო და ხელი რო მოვკიდე ნუ ძაან ხელოვნურია, თან 200 ლარი ღირს.
ბაზრობაზე 30 ლარიანი ხრამი ყრია, ბანძი თეთრი ღეროთი, საშინელი ხელოვნური ხარისხით და ზუზუნა ხმა აქვს/
ჩიკოში მომეწონა მარა 300 ლარამდე ღირდა.
იქნებ მირჩიოთ სადმე რამე?
Whether you think you can or you can't - you're right.