დამავიწყდა დამეწერა, პედიატრთან ვიყავით.
8 თვისაა, 10.5 კგ (დიდიაო), 77 სმ.
კვება მოგვიწონა იდეაში, სახლში საჭმელი რაც გექნება, ისიც ნელ-ნელა მიეცი ხოლმე, რომ შეეჩვიოსო. თევზი კვირაში ერთხელო, ხორცი 3-4-ჯერო, ნებისმიერი სახისო.
ჰო, კიდევ რა. კბილები არ ჩანსო კიდევო

კაი 1-2 თვეო. კალცი დაუნიშნა, შელკალი, სიროფია, დღეს მომიტანეს ჩვენს დაბლა აფთიაქში და არ ამომიტანია ჯერ.
ჭოჭინაში ფეხსაცმლითო, სუპინატორიანი უნდა ვუყიდო, აქამდე წინდებით დარბოდა, რა ფეხსაცმელებიც აქვს, იმას იძრობს ადვილად და.
მასაჟი გაუკეთეო? მეთქი არა. რა საჭიროა, ჯანმრთელია, ბედნიერია, დარბის. ხო პრინციპში აქტიური ბავშვიაო და იმდენად არ სჭირდება, მაგრამ მაინც ერთხელ მაინც უკეთებენ ხოლმეო.
და ისე თქვა, რომ აშკარად "არაა საჭირო" ვიგრძენი იმის უკან