ჩემი მოკრძალებული გამოკვლევა და ამაზე დამყარებული აზრი:
ავიღოთ წიწიბურის ფაფა. მისი მომზადების რამდენიმე ვარიანტია:
1. იყიდო მაღაზიაში წიწიბურა, რომელსაც როგორც კი გარეცხავ, წყლის ფერზე მიხვდები, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, როცა გადაწყვიტე, რომ ეს ბავშვს აჭამო

2. იყიდო შედარებით სუფთა "ნორდიკი", ჩაყარო ქვაბში და მოხარშო, მერე დააბლენდერო, დაუმატო ცალკე მომზადებული რძე, ხილი და ა.შ.
3. იყიდო "ჰუმანანას" წიწიბურის ფაფა რძით და სხვადასხვა ხილით, დაასცა ცხელი წყალი და აჭამო ბავშვს.
4. საკუთარ ბაღჩაში მოიყვანო წიწიბურა

პირველი ვარიანტი რომ გამორიცხულია, ამაზე შევთანხმდეთ

მეოთხე თუ ვინმეს გაქვთ, მითხარით, მოვალ და 2მაგ ფასად ვიყიდი

მეორესა და მესამეს შორის მე ვერ ვხედავ განსხვავებას, სანამ გადავწყვეტდი, რომელი მიმეცა, ვნახე ორივე, წავიკითხე შემადგენლობა, ვიტამინები, მომზადების წესები, ინტერნეტშიც ვნახე რაღაცეები, პედიატრების აზრს მოვუსმინდე(50% თვლის, რომ მზა ჯობია, 50% თვლის, რომ სახლში გაკეთებული) და გადავწყვიტე, რომ:
1. იმ პროდუქტებს, რაც მოდის საქართველოში და მეტ ნაკლებად მაქვს ჰიგიენის და ხარისხის გარანტია, გავუკეთებ მეთვითონ. (ხილი, ბოსტნეული), რა ხილიც არაა, პიურეებს ვყიდულობ.
2. რძის პროდუქტებიდან ყველს სოფლიდან გვიგზავნიან, მაწონს და ხაჭოს ეკო ფუდისას ვაძლევ და არც ბავშვს ქონია ცუდი რეაქცია და არც მე მიპოვნია შიგ აგური

(რომ მქონდეს დრო და ჰიგიენის დაცვის გარანტია, აუცილებლად სახლში გავუკეთებდი)
3. რძე და ფაფები: ვყიდულობ მზას და ვუკეთებ 2 წუთში.
ვერანაირი განსხვავება ვერ ვნახე ნორდიკსა და ჰუმანას შორის, გარდა იმისა, რომ სახლში მომზადებისას შეიძლება ვერ დაიცვა ჰიგიენა ისე, როგორც ქარხანაში იცავენ. და +ამას დაკარგო დრო, რომელიც მე ფიზიკურად არ მაქვს.
ესაა ჩEმი კომენტარი