jellybossმოკლედ თავიდან დავიწყებ...
მე-5 სტიმულაციის მერე თათიასთან სიარულს დავანებე თავი ოქტომბერში..მერე ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა და არსად მივსულვარ...
2 თვის მერე ციკლი როგორც მოსალოდნელი იყო გადამიცდა 10 დღით...
6 იანვარს მივედი მედეაში შორენასთან.
ექო გადამიღეს. მულტიფოლიკულოზი მქონდა. წვრილ წვრილი ფოლიკულები მძივებივით იყვნენ ბლომად ჩალაგებულები.
იქვე ავიღე ანალიზები
პროლაქტინი
17 აOH პროგესტერონი
თირეოტროპინი
ანტისხეულები თირეოგლობულინზე
ანტისხეულები თიროიდპეროქსიდაზაზე
ფოლიკულმასტიმულირებელი ჰომონი
მალუთეინიზირებელი ჰორმონი
ესტრადიოლი...
თავისუფალი თიროქსინი
საერთო ტრიიოდთირო
პროლაქტინი მქონდა 26, როდესაც ნორმაა 1,2 - 15.5 დამენიშნა ბრომოკრიპტინი ჯერ 1/4 მერე რამოდენიმე დღე ნელ-ნელა ვზრდიდით დოზას და დღემდე 3/4 ვსვამ.
აქედან გამომდინარე სხვა ჰორმონები ან ზღვარს აცდენილი იყო და ან ჩამოცდენილი..
ზუსტად 1 თვეში პროლაქტინი ჩამოვიდა 18-მდე... ესტრადიოლი ავიდა 41-დან 82-მდე (ექიმი დაფრინავდა ისეთი კარგი შედეგი იყო)...
მე-2 თვეში პროლაქტინი 18-დან 9-მდე ჩამოვიდა... ეხლა უნდა გამეკეთებინა კიდევ თუ მომივიდოდა.. ალბათ უფრო დაბალი მექნება..
დაახლოებით 20 დღის წინ გავიკეთე პოსტკოიტალური ტესტი.. (ეს არის შეთავსებადობაზე.. ანუ დილას უნდა გქონდეს სექსი და მიხვიდე..აგიღებენ ნაცხს და ამოწმებენ რამდენი პროცენტი დაიხოცა თუ რაღAც ეგეთი)...
ცუდი შედეგი მქონდა ძალიან.. თითქმის ყველანი დახოცილები იყვნენ 3 საათის მერე.. ეს ალბათ ჩემი არეული ჰორმონების ბრალი იყო..
შორენამ მითხრა მეთიპრედის დალევა გააგრძელეო, ეს წამალი მგონი + იმუნიტეტს მიქვეითებდა...
იმ თვეში ფოლიკულის გაზრდას არც ველოდებოდი.. დავწერე კიდეც ისე მივდივარ ექოზე რომ ვნახო უკეთესი მდგომარეობა არის თუ არათქო..
დამხვდა 8 და 12 მმ-იანები.. ექიმმა მითხრა ვსო ვერსად გამექცევი ეხლა მოგიწევს სიარული და კონტროლიო

მერე 2 დღეში მივედი და 1 მმ-ით იყო გაზრდილი.. მეგონა სულ არ გაიზრდებოდა , მაგრამ გული არ დამყვეტია... ესეც დიდი მიღწევაა რომ სტიმულაციებისა და მუცელში ნემსების გარეშე თავისით გაიზარდა ცოტა ფოლიკულითქო..
ესე დავდიოდი ყოველ მე-2 დღეს... 18,5-მდე რომ გაიზარდა ექიმმა პრეგნილი გამაკეთებინა..
მაინც არ ველოდებოდი ორსულობას.. მეთქი 1 წელია ესე სკდება და რაღაც პირველივე ცდაზე გამოვათქო მაგრამ ექიმის სიტყვები სულ ჩამესმოდა "აუუ მიდი რა ამ თვეში, მიდი რაა" თავისთვის ბუტბუტებდა შორენა მონიტორს რომ უყურებდა

ქმრისთვის სულ არ მითქვამს როდის იყო საჭირო ურთიერთობა ისე მშვიდად ვაგრძელებდით ცხოვრებას...

ყოველგვარი "დანიშნული თარიღების" გარეშე

მე-15 დღეს ღამე ვიგრძნენი რომ გასკდა... მე-16 დღეს მივედი მონიტორინგზე გამსკდარი იყო...
ოვულაციიდან 3 დღეში დამეწყო მკერდის გამაგრება და ტკივილი... არადა მკერდი არ მტკიებია საერთოდ

ამით ვიეჭვე...
მოსვლამდე 1 კვირით ადრე წელის ტკივილები მეწყება ხოლმე მაგრამ არ დამეწყო..მკერდი მიაგრდებოდა და მიმაგრდებოდა... ექიმს რომ ვუთხარი ბაზალურის გაზომვა დაიწყეო და მეც ვფარშევანგობდი ეს დღეები... ტემპერატურა ყოველ დღე იმატებდა 1 ხაზით... ჯერ გადაცდენა არ იყო მაგრამ გავრისკე და 4 დღით ადრე გავიკეთე ტესტი

მკრთალად უჩვენა...
... ექიმმა მითხხრა და ყოველ დილას სმს-ს ვუგზავნიდი "ამდენი მაქვს ტემპარატურა და ესე ვარ"... ძალიან ყურადღებიანია შორენა..რავი ჩემს მიმართ ზეყურადღებიანი იყო მართლა...