გეტყვი როგორც იყო

ეს ეხო რომ ვნახეთ, ყველა ანალიზები დავაჯგუფეთ და დავსხედით ოთახში,
რომ გადაგვეწყვიტა რა გვექნა, შორენამ მითხრა, რახან ჯერ ორსულობას არ ვგეგმავთო,
გავიკეთოთ ტორჩები და ეგეთი რამეებიო, სისხლის რეზუსი და ა.შ.
ამ სურათით რაც ეხოზე იყო რამოდენიმე თვე მე დამჭირდება რომ ეგ მულტიფოლუკულოზი
მოვაშორო მაქედანო, ასე არ დარჩებიო რა. მიუხედავად იმისა რომ პროლაქტინი 13 მქონდა, არც ისე მაღალი,
დეა მქონდა 3.0 - რაზეც ყოველთვის მეუბნებოდა ეს შენი მაჩვენებელიაო. ეს შენთვის მაღალი არ არისო.
მაგრამ ეს ორივე ანალიზი წინა თვეების ფონზე მომატებული იყო, იმიტო რო პროალქტინი მანამდე 2.8
იყო და დეა 2.3.... ამიტომ ამ ყველაფერის გათვალისწინებით ეს თვეები არაფერი იქნებოდა.
ამ რამოდენიმე თვეშიც მულტიფოლიკულოზი უნდა ალაგებულიყო ნელ-ნელა. ეგ ისედაც ეგრეა,
ერთ თვეში არ გაქრება, ჯერ ერთი ფოლიკულა მოაკლდება, მერე 2 მოაკლდება და ასე იწმინდება ნელ-ნელა.
საუბარს რომ მოვრჩით და გეგმა მოვხაზეთ რას ვიზამდით, როგრო მოვიქცეოდით, შორენამ გაამფრთხილა,
თავი დაიცავით აუცილებლადო, იმიტომ, რომ ყველაფერი ხდებაო, მე აქ ისეთები მინახავს დარჩენილები
გაგიჟდებიო. მედიცინაში შეუძლებელია არაფერი არ არისო. მულტიფოლიკულოზით დარჩენილები, შეუთავსებლობა
რომ აქვთ, ისეთი ორსული ქალები, ჰორმონები რო ყირაზეა და მაინც ორსულად რომ არიანო, მოკლედ
სამედიცინო თვალსაზრისით ორსულად არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ზოგადად თუ ჩავთვლით, რომ ყველაფერი
ხდება მაშინ მოჟნა.
წამოვედი სახლში და რატომღაც პირველა ნალაპარაკებმა უფრო მოახდინა გავლენა + ჩემი თვალით ვნახე
რა ხდებოდა ჩემ საკერცხეებში, არ იყო იქ არაფერი დომინანტი. 2-3 მილიმეტრები ყველა ტყუპებივით ერთნაირი.
და ეს იყო მე-10 თუ დაჟე მე-12 დღე ციკლის.
მოკლედ დავიკიდე თავისდაცვა, დავისვენებთქო და შედეგი კი იცით თქვენ.
განაყოფიერება მომხდარია 22-23 დღეებში. 31 დღიანმა ციკლმა, და იმან რომ დუფასტონი მოვხსენით იმ თვეში
შეინარჩუნა ჩემი ბაია, იმიტომ რომ დუფასტონის ფონზე 28 დღე მქონდა ციკლი და ჩამოშლიდა, ვერ მოასწრებდა მიმაგრებას.
წინა თემაში გზააბნეულმა იკითხა კიდევ, ჩემზე რომ დაუწერე, ეხო ცდებეოა? თამუნა შოვნაძემ გამიკეთა,
მე რომ ჩემი თვალით არ მენახა, ვიტყოდი რომ ცდება, მაგრამ მე, არანაირი შეხება რომ არ მაქვს ეხოსკოპიასთან
მივხვდი რაც ხდებოდა. ძაან მარტივი დასანახი ყოფილა. არ შემცდარა თამუნა.
მაგ ფაქტამდე დაახლოებით 2 თვით ადრე მე-18 დღეს გამიკეთა მეორე ახალგაზრდა გოგომ ეხო,
დომინანტი ფოლიკულა გამოიჭირა 20მმ. შორენა არ ენდო მაინც და მაინც, მეც შემიყვანე ხოლმეო,
ეჭვი მეპარება მე-18 დღეს რამე ყოფილიყოო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყოველთვის ეგრე მქონდა ოვულაცია
გარდა 1 თვისა, როცა შკარად ვიგრძენი მე-14 დღეს + პატარაზე სისხლიც წამომივიდა.
უკვე ორსული რომ მივედი და ნაყოფი ღრუში ვნახეთ, შორენამ თქვა, რომ ესეიგი ვისაც ჰიპერპოლაქტინემია
აქვს, ყველა გვიანი ოვუალციით რჩება და რა ხდებაო. ყველა ეგრე დარჩაო.
ასე რომ გოგოებო წერო მაშინ მოვა, როცა ღმერთი ინებებს, ჩვენც ხელი უნდა შევუწყოთ რა თქმა უნდა,
მაგრამ არც ყირაზე დაყენებული ჰორმონები უშლის ხელს მაგ ამბავს და არც მულტიფოლიკულოზი საკვერცხეებშI.
დაძებნეთ ინგლისური სტატიები მულტიფოლიკულოზზე - ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ოვულაცია არ დგებაო. მე მქონდა სტატია
მერე ვნახავ
აუფ რამდენივ წერე ვინმე წაიკითხავს? ":D არ გამიტყდება