მოვედი...
დამშვიდებული, დაწყნარებული, ბედნიერი და გახარებული....
მოკლედ ვიყავი სერგოსთან. ბოლო ექო როდის გაქვსო გაკეთებულიო მკითხა, მეთქი 2 კვირის წინ შარიქაძესთანთქო. კაიო.
გადაწყვეტილი მქონდა არაფერი მეთქვა იმ პარკუჭზე, ვიფიქრე თვითონ თუ გამიმახვილებსთქო ყურადღებას, თუ არადა მერე ბოლოს ვკითხავთქო.
მაგრამ ჩემი მოუსვანარი ქმარი რას მოითმენდა. არც მიფიქრია გამეფრთხილებინა არ კითხოთქო. სულ ჩუმად ზის ხოლმე ექოზე და დღეს მოუნდა ლაპარაკი

ეტყობა ესეც ძალიან ნერვიულობდა და როგორც კი თავის ზომების გაზომვა და კარნახი დაიწყო სერგომ ეგრევე კითხა ტვინში ყველაფერი კარგადააო

სერგოს გაეცინა და ,მაცადე მივალ ტვინამდეცო, ისე ვიცი რაზეც მეკითხები, ბადრის მე ვასწავლე მაგის გაზომვა და ახლა დგას და ყველას აფეთებსო

მოკლედ კარგად, გულისყურით დაათვალიერა ყველა ორგანო. ყველაფერი ნორმაშიაო, სიფათზე მაგრად იცინა, მაგარი კაი ტიპი ჩანსო, ლამაზი ბუთხუზა ლოყებიანი კაციაო და თანაც პრანჭიაო, პოზიორობსო აშკარად (ტუჩებს პრუწავდა რაღაცნაირად). სულ ბოლოს ტვინი დაათვალიერა, ის პარკუჭი ისევ 9 მილიმეტრამდეა, რაც აბსოლიტური ნორმააო. მერე შემომხედა სერგომ ტყუილად ნუ აშინებ შენს ქმარსო, მშვენიერი ჯანმრთელი კაცუნა გიზის მუცელშიო

ხო, ჩემი ჭკვიანი კაცი მობრუნებულა და ისევ თავით ქვემოთ ზის, ის ჭიპლარის ერთჯერადი შემოხვევაც მოუხსნია, მოკლედ ყველაფერი გვაქვს იდეალურად. ოლაცენტის სიმწიფის ხარისხია I, მიმაგრება წინა მარჯვენა კედელი, ყელისგან საკმაოდ დაშორებულია, აწეულია ზემოთ. ყელის სიგრძე 38 მმ.
კაცუნას წონა 2150 გრამია, 200 გრამით უფრო დიდია, ვიდრე უნდა იყოს. თავის გარსემოწერილობაც, მიცლისაც, ბარძაყის და მხრის ძვლის სიგრძეც იმაზე დიდია, ვიდრე გესტაციით უნდა იყოს და ამიტომ 3 მაისიდან 23 აპრილს გადმომიწია მშობიარობის სავარაუდო თარიღი.
კიდე როდის მოვიდეთო ჩემმა ქმარმა კითხა და აღარ გინდათო. ეს აწი ვეღარც მობრუნდება ისეთი მსუქანააო და ვეღარც ჭიპლარს შემოიხვევსო. ჩემმა ქმარმა ხო გაიგონეო, აღარ მოვალთ ექოზეო. მე ჩავილაპარაკე 36 -37 კვირაზე მაინც მოვალთქო და სერგომ რო გაიგო, აქ აღარ დაგინაახოო, წადი და შარიქაძესთან გაიკეთეო, თან ეცინებოდა.

მე მაინც მივალ მაგ ვადაზე და კიდევ ერთხელ შევხედავ კაცუნას

მენზის მიხედვიტ 32 კვირაა და ზომა-წონით 33,5 კვირის

ბამბაოოოოოოოოოზ
მოკლედ სულიერად დავისვენე!!! ბედნიერი ვარ