Tabooსანამ ახალ თემას გავხსნით მოკლედ მოგიყვები
ვაკეში მე-9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე არის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია, სადაც მოღვაწეობს მამა კონსტანტინე, ამჟამად უკვე ბერ დავითად წოდებული.
ეკლესიის გვერდით გახსნა პატარა სატრაპეზო (სასადილო) თავისი სახსრებით ახერხებს 25 გაჭირვებული მოხუცის კვირაში სამი დღე გამოკვებას, მაგრამ რეალურად 50 მოხუცი მოდიოდა და მას თანხა არ ჰყოფნიდა.
ჩვენ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ მოხუცების გამოკვებაში.
პირველ ეტაპზე ოპერატიულად ავაგროვეთ თითქმის 2000 ლარი და მივუტანეთ რომ სატრაპეზოში გაზი შემოიყვანოს
სექტემბრიდან კი პროდუქტებზე წავა ჩვენი თანხა.
მამა კონსტანტინემ შემოგითვალათ მადლობა და ძალიან თბილად თქვა გაზი მთლიანად თქვენს სახელზე გაკეთდაო
(რომ არა აქაური გოგოების მონდომება ეს არარეალური იყო მისთვის და ავადმყოფი კაცი ბალონებს დაათრევდა დასატენად)
დღეს ის გერმანიაში გაფრინდა ურთულესი ოპერაციის გასაკეთებლად. ოპერაციას ერთი კვირა სჭირდება (მომზადებიანად) და პირველად რეაბილიტაციას 16 დღე.
ოპერაცია იმდენად სახიფათო არ არის როგორც შემდგომი პერიოდი, ვინაიდან მას სერიოზულად აწუხებს გული და დიაბეტის მწვავე ფორმა აქვს.
ღმერთმა მალე და ჯანმრთელი დაგვიბრუნოს, მე მას ახლოს ვიცნობ და ვიცი კიდევ რამდენ სიკეთეს გააკეთებს.
This post has been edited by agr_bak on 14 Jul 2010, 01:10