ვიყავი მამა კონსტანტინესთან და ცუდი ამბავი მოვიტანე.
ჯერ რაც შეეხება მის ჯანმრთელობას:
გერმანიაში ოპერაცია არ გაუკეთეს (დიაბეტის და გულის პრობლემების გამო),
ჩაუტარეს დასხივების საკმაოდ მძიმე კურსი, მაგრამ აღარ გაჩერდა იქ და შაბათს წამოვიდა
გამოუშვეს იმ პირობით რომ ერთი თვე აუდგომლად იწვებოდა და დაისვენებდა
თუმცა არ დაუჯერა და შაბათსვე საღამოს ლოცვა ჩაატარა, კვირას კი წირვა , პარალელურად მთელი დღE აღსარებები მიიღო.
ახლა მეორე არანაკლებ ცუდი ამბავი
სანამ წასული იყო სატრაპეზო შენობა წაართვეს, ჭურჭელი და პროდუქტები გარეთ გამოუყარეს,
ქალბატონმა რომელიც თავიდან ვითომ ძალიან ეხმარებოდა უცებ გამოაცხადა რომ ის არის ეკლესიის და საერთოდ ყველაფრის უფროსი და გადაწყვიტა რომ ის შენობა სხვა რამისთვის სჭირდება
(აქვე ავღნიშნავ რომ თავიდანვე მეუცნაურა ეს ქალი და სამწუხაროდ მართალიც აღმოვჩნდი)
თურმე მამა კონსტანტინეს დიდხანს უმალავდნენ ამ ამბავს (სანამ იქ იყო) მაგრამ რომ ჩამოვიდა და ეს ყველაფერი შეიტყო ჩასულა სატრაპეზოში (ეზოშია ეს შენობა) და შეხვედრია იმ ქალს, იმ იმედად რომ მოაგვარებდა სიტუაციას. მაგრამ როგორც თვითხმილველებმა მითხრეს ამ ქალს ძალიან უუხეშია, რის შედეგადაც მამა იქვე გამხდარა ცუდად დაუკარგავს გონება და ახლა მერამდენე დღეა ვერ დგება. იმდენად ცუდად არისო რომ პატრიარქმა გამონაკლისი დაუშვა და უფლება მისცა თავის სახლში იწვეს ცოლ შვილთან ერთად (ბერებს ამისი უფლება არ აქვთ)
როგორც კი ცოტა გონს მოდის იბრძვის ასადგომად, იწყებს ამ ამბავზე ნერვიულობას და ისევ მძიმდება
საცოდავი მოხუცები თურმე ყოველდღე მიდიან და კითხულობენ როდის გაიხსნება სატრაპეზო.
მამა კონსტანტინეს დამხმარეებს კი პასუხი არ აქვთ, აგროვებენ სურსათს, მოაქვთ სახლიდან და ადგილზე ურიგებენ რაც შეუძLიათ, მაგრამ ეს იმდენად მიზერია რომ აზრიც არ აქვს.
აი ასეთი ცუდი სიტუაციაა.
ამას დაემატა ისიც, რომ ვაკის პარკთან არსებული მერიის უფასო სასადილო მერიამ დაკეტა და ის მოხუცებიც აქეთ მოაწყდნენ საკვების იმედად.
მოკლედ ძალიან ცუდი სიტუაციაა
ერდადერთი რაც მოხდა შედარებით კარგი, ის რომ გაზი ფიზიკურად ჯერ გაყვანილი არ იყო, ელოდებოდნენ მამა კონსტანტინეს ჩამოსვლას რომ საბუთები გაფორმებულიყო და ამიტომ ჩვენი თანხა გადარჩა. რომლითაც მთLიანად საკვები უყიდია და ამ სასოწარკვეთილი მოხუცებისთვის დაურიგებია.
სანამ რამეს მოვახერხებ ცოტა ხანს მაინც რომ ეყოთო.
კიდევ კარგი, თOრემ იმ შენობას გაზიანად წაიღებდნენ და ჩვენი მცდელობა წყალშI ჩაიყრებოდა.
აი ასეთი ამბით მოვედი, საკმაოდ დაბნეული ვარ. რამოდენიმე დღე ვერ შევხვდები სანამ ცოტა არ მოკეთდება, რომ დავურეკო და დაველაპარაკო ახლა თAვიდან ინერვიულებს ამაზე და შეიძLება უარესად გახდეს. ვაპირებ 3-4 დღე მოვიცადო, მომაგრდეს და მერე სანახავად მივიდე.
თუ ღმერთმა ინება და მომჯობინდა (არ დაგიმალავთ ნაკლებად მაქვს იმედი) ხომ კარგი, ერთად მოვიფიქრებთ რამეს
თუ არა და რა ვქნათ გოგოებო? იქნებ სანამ მოძღვარი ცუდად არის ადგილზე მივაწოდოთ ხოლმე პროდუქტები იმ მოხუცებს რომლებსაც მივწვდებით?
ერთად გადავწყვიტოთ.