Voila
არაა პრობლემა
დღეს ხელზეც გადმომცეს ფული, ისიც უნდა ჩავნიშნო

ზოგადად დღეს თუ ვახუნამ ისევ არ გამომიცხო ღამის სეანსი, დავდებ ახალ სიას და ჩახედეთ ყველამ

ნუ შაბატ-კვირას მაინც მოვახერხებ ყველა ვარიანტში
* * *
სანამ ჩემი ქმარი არ მოვა ფაილს ვერ ვტვირთავ, ამ კომპზე ვინდოუსი არ აყენია, სხვა ოპერაციული სისტემაა (ლინუქსი, თუ ვინმეს აინტერესებს)
ხოდა ექსელს ვერ ვხსნი, მზად მაქვს სია, და როგორც მოვა ავტვირთავ
მანამ კი გეტყვით: ანგარიშზე მაქვს 210 ლარი, პლიუს ხელზე 20 ლარი კოკოსი, პლიუს 50$ ნინომასი ეს მოხუცებისთვის
ასევე ტყუპებისთვის მაქვს 50$ ნინომასი და 20 ლარი ესეც კოკოსი
საღამოს ყველას დაგთაგავთ როცა სიას დავდებ და გთხოვთ აუცილებლად გადახედოთ, იმიტომ რომ არის იქ
სახელის გარეშე შენატანები და 3 თანხა მაქვს გამოსარკვევი ვისია, კი მაინც საქმეს მოხმარდება სახელით თუ უსახელოდ, მაგრამ მაინც

ახლა მოკლედ მიმოვიხილავ ჩვენს მიერ შეგროვილი თანხით გაკეთებულ საქმეებს:
1. სატრაპეზოში შევიყვანეთ გაზი! ამით გაუმარტივდათ და გაუიაფდათ საკვების მომზადება, რადგან ბალონებით დარბოდნენ და მოკლედ თან ძვირი ჯდებოდა,
თან ზამთრისთვის ბალონებით გათბობას ვერ უზრუნველყოფდნენ, ანუ ჩვენ შევიტანეთ იმ სატრაპეზოში სითბო!

2. ჩვენს მიერ მიცემული თანხა მათ აძლევთ საშუალებას იმაზე მეტი ადამიანი გამოკვებონ ვიდრე გეგმავდნენ და უფრო ნოყიერი და მრავალფეროვანი გახდა საცოდავი უქონელი პრაქტიკულად
შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მენიუ
3. ჩვენ დავეხმარეთ სიმსივნით დაავადებული ბავშვების მშობლებს: 350 ლარი გადაირიცხა იმ ანგარიშზე, რომელიც 9 თვის ანდრიასთვის იყო განკუთვნილი
4. ჩვენ დავეხმარეთ ჩვენს თანაფორუმელს (თანხის დიდი ნაწილი სხვა ანგარიშზე შეგროვდა და აქიდან კიდევ დავამატეთ თანხა)
5. ჩვენ დავეხმარეთ მამა კონსტანტინეს, რომელიც ამ საქმეს უდგას სათავეში და თავისი შრომით ცდილობს (მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯანმრთელობა სავალალო მდგომარეობაში აქვს) გადაარჩინოს
ადამიანები შიმშილით სიკვდილს
6. ჩემსავე ანგარიშზე შემოსულია თანხა ტყუპებისათვის, რომლებისთVისაც არის ცალკე თემა და ამიტომ აღარ განვავრცობ

მოკლედ თუ არ მოვდუნდებით და გავაგრძელებთ თანხების შეგროვებას ძალა ერთობაშია და შევძლებთ ვაკეთოთ კარგი საქმე
ვფიქრობ ჩვენი საქმიანობით იქნებ სხვებსაც მიეცეთ სტიმული და ბევრმა გადაწყვიტოს თავის სამეგობროში, თავის ვიწრო წრეში
წამოიწყოს მსგავსი ასე ვთქვათ აქცია და იქნებ კიდევ უფრო მეტ გაჭირვებულს მიეცეს შვება