Princess
კი დაჯდა, ევრისინგ ის ოკ. :მოდასარჩამოვრჩეჩავრთოინგლიშცონვერსეიშენი:
* * *
კორდელია


საზეიმო პოსტი!:BIS:
გადაცდა 300 ლარს
იხარეთ გოგოებო
ძალიან მიხარია ხოლმე ფულის გადაცემის პროცესი
დებილი ბავშვივით ვიღიმები
სულ ბაბუაჩემი მახსენდება, 90 წლისამ მოიტეხა ფეხი !ვარჯიშისას! (აი ვის ვგავარ

)
სამწუხაროდ მოტეხილობა მენჯის ძვალზე იყო და მის ასაკში სრული რეაბილიტაცია შეუძლებელი გახდა
სვანეთში იყო მაშინ და რომ ვერაფერი უშველეს პრაქტიკულად სასიკვდილოდ იყო გადადებული
ამხელა გზას ვერ გადაიტანსო და ისე გამოვიდა რომ მე ჩავედი ზუსტად იმ წელს
მითხრა შენს გარდა ამ,ას ვერავინ შეძლებს და არც არავისთვის მითქვამს, მაგრამ ჩემი ცხოვრება ტკივილია მხოლოდ და სხვების ტანჯვაო, მამა მყავს ექიმი და მთხოვა იქნებ რაიმე წამალი გამომიგზავნო რომ დავიძინო და აღარ გავიღვიძოო, გული კინაღამ გამისკდა ეს რომ მითხრა, მეორე მსოფლიო ომი თავიდან ბოლომდე მოვლილი ჰქონდა, უამრავი ჭრილობის მიუხედავად, ”შტრაფნიკებში” ყოფნის მიუხედავად (ამ ხალხს წინა ხაზზე საზარბაზნე ხორცად აგზავნიდნენ, გასამართლებულები იყვნენ და ასეთნაირი ”ხეირი” ნახა მაშინს სახელმწიფომ მათი არსებობიდან) გადარჩა და ასე ხელჩაქნეული მისი ნახვა რთული იყო ძალიან
მოკლედ მიუხედავად იმისა რომ მახვში იყო და მთელი საძმო წინააღმდეგი იყო, ბიძაჩემმა კიდე ლამის მტრად გამომაცხადა, დავითანხმე ბაბუა და მის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგა, მოკლედ თბილისში წამოვიყვანე
მას მერე დაახლოებით ხუთნახევარი წელიწადი იცოცხლა, აქაური ექიმების დამსახურებით საკმაოდ კარგად გრძნობდა თავს
სულ ამბობდა დედაჩემზე და ჩემზე, რუსო სასარგებლოდ მკვებას და გვანცა გემრიელადო

მოკლედ წამლეკა ახლა მგონებებმა, მიხარია რომ მოხიცებს ვეხმარებით, მიხარია მათი სიხარული რომელსაც ვანიჭებთ
მიხარია რომ ამდენი ვართ ვისაც არ გვკიდია სხვისი ჭირი და ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვიღაცის დახმარებაში და სახელმწიფოს არ ვახოცავთ ხელებს, :მეგადასახადებსვიხდიისიცმეყოფაგამოკვებოსსახელმწიფომგაჭირვებულები:
მიხარია რომ მიუხედავად იმისა რომ წელიწადი გავიდა ზუსტად მას შემდეგ რაც ეს თემა გაიხსნა ენთუზიაზმი არ გაქრა და განელდა