ვიყავი მოძღვართან, გადავეცი ფული, თავიდან რა თქმა უნდა უარზე იყო მაგრამ ძალიან ვთხოვე არ გვაწყენინო, გოგოებმა შენთვის შეაგროვეს საახალწლოდ და გამოგიგზავნეს თქო.
იმდენად თავმდაბალი ადამიანია აღარ გაჯიუტდა და მორცხვად დამიქნია თავი ''კარგიო''
რომ მივედი ექიმები დამხვდნენ, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ საავადმყოფოშია გადასაყვანი და ჯიუტობდა, არ თანხმდებოდა.
(სამედიცინო დეტალებს აქ ღიად მაინც არ დავწერ, ვისად დაგაინტერესებთ პმ ით მოგიყვებით )
ექიმებისგან როგორც შევიტყვე მდგომარეობა საკმაოდ მძიმე და საშიშია
კონტაქტური არის, საუბარი არ უჭირს. საწოლში წამომჯდარიც დამხვდა მაგრამ ფიზიკურად ძალიან სუსტადა.
მეეჭვება შეძლოს იმ საქმის გაძღოლა ისევ.
ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ გავაგრძელოთ თანხის შეგროვება და მას დავეხმაროთ ხოლმე. ახლა მას სჭირდება დახმარება. შეშის ფეჩით თბება.
როგორც ყოველთვის ყველა დაგლოცათ ოჯახებიანად და მადლობა შემოგითვალათ,