შეიძლება

მისმინე თუ ნერვიულობ, ჯობია მიხვიდე შენს ექიმთან და სულ არაა ზედმეტი ეხო საჭირო, გულისცემას მოგასმენინებს, ხელით ნახავს და დაგამშვიდებს, დამიჯერე, ნერვიულობას და ბოლთას ცემას ჯობია

თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი რიგზეა

და ეხლა ყველას საყურადღებოდ, მინდა რომ როგორც ახალბედა დედამ რაღაცეები გირჩიოთ

მე მიუედავად იმისა რომ ძალიან პანიკა ვიყავი, მაინც ვრისკავდი რაღაცეებს და მინდა რომ გირჩIოთ რომ არ ქნათ მსგავსი რამეები.
მაგალითად - მე წოლითი რეჟიმი რომ მქონდა, სხვა ბინა რომ უნდა გვექირავებინა მე და ჩემ ქმარს, დავყვებოდი აცა-ბაცა
და ერთხელ ცოტა სისხლი წამომივიდა და მერე ისეტი პანიკა დამემართა რომ კინაღამ გავრეკე.
კი არაფერი მოსვლია ამით მაგრამ ნერვიულობა ძალიან ცუდია.
+ შეიძლებოდა მოსვლოდა.
შემდეგ - თუ აგიკრძალეს ე.წ. ურთიერთობა ანუ სექსი, დაემორჩილეთ ექიმს. მე ვემორჩილებოდი და ჩემმა ერთმა ნაცნობმა დაიკიდა და ცუდი შედეგი მოყვა მაგ ამბავს.
მორჩა თუ არა ჩემი წოლითი რეჟიმი ანუ სადღაც 15 კვირაზე წავბანცალდი იმ სიცხეში და უბედურებაში სიღნაღში.
უკანა გზაზე ისე მქაჩავდა იმ ჯაყ-ჯაყშI საკვერცხეები და ისე მტკიოდა და ისე ვინერვიულე რომ კინაღამ მომეშალა.
და ბოლოს - მოერიდეთ ვირუსებს.
მიუხედავად იმისა რომ ექიმის შვილი ვარ და ძალიან მეშინოდა ამ ღორის გრიპების, არ მოვისვენე ახალ წლებზე და ერთ-ერთ სხოდკაზე გადამედო ვირუსი და დამეწყო კიდეც ნაადრევად, 36 კვირაზე.
კი ძალიან გამიხარდა მაშინ რომ შობაზე გავაჩIნე და თან ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი და როდის დავინახავდი რომ კარგად იყო, მაგრამ თურმე ნაადრევად გაჩენილი რომ იყო და მერე ვირუსი რომ შეხვდა ვერ დაძლია ბევრი რამე მიუხედავად იმისა რომ ფიზიოლოგიურად გავაჩინე და ძუძუზე მყავდა!
და ყველაზე მთავარი - ჰემოგლობინი, რკინა -ანემია...
განსაკურებით ვისაც ტოკსიკოზი გაქვთ - მე მქონდა და უკვე რომ გამიარა სადღაც 19 კვირაზე, მეორე ვიზიტზე აღმოჩნდა რომ რკინაც და ჰემოგლობინიც დაბალი მქონდა.
ამ დროს ასმევენ წამლებს და უკიდურეს შემთხვევაში ინიშნება ნემსები და გადასხმები, მაგრამ სანამ აიწევს ნორმაზე, ბავშვისთვის ცუდია...
მე წამლებს უკან ვიღებდი მთელი ორსულობა, 3 წამლის დალევა ვცადე და რომ არაფერი გამოვიდა, გადავედით ნემსზე კუნთშI. მალტოფერი ერქვა მგონი.
დამივარდა წნევა, გავხდი ცუდად და ექთანმა ანაფილაქსიური შოკიაო, ტიპიური რექციაო, რკინას ვერ იტანსო.
გაგიჟდა ქეთი, გადაუვიდა ფერი, გამაგზავნეს სადღაც, იქიდან კიდე სადღაც, სისხლის გადასხმაში თქვეს იქნებ კიდე ვცადოთო, სცადეს და იგივე დამემართა,
იყო მერე პანიკა, შიშები, ისევ აქეთ-იქეთ გზავნა, ვერ რისკავდნენ გადასხმას, მერე ჰემაში გადაწყდა რო სისხლის გადასხმა გაეკეთებინათ, მაყიდინეს რაღაც ფილტრი, წარა-მარა ანალიზები ტრალი ვალი, გახდა ამასობაშI ნოემბრის ბოლო და ერთმა ძალია მაგარმა პროფესორმა - ქალბატონმა მაგდა ბეთანელმა შემომხედა და მითხრა - შენ ყევლაფერზე ისე ნერვიულობ რომ არაფერი რეაქცია არ იქნებოდა და დარწმუნებული ვარ რომ გადაიტან ვენოფერს და სისხლის გადახმას ჯობია და ვცადოთო.
ქეთიც მასე ფიქრობდა მაგრამ არტო ვერ წყვეტდა ეშინოდა ხოდა მაგდამაც რო ეგრე მითხრა დავთანხმდი.
პირველი გადასხმა მიკეთეს მგონი 2 საათი წვეთ წვეთ თან წნევას მიზომავნდნე, გამონაკლისით შემოუშVა დედაჩემიც, ჩემი ქმარიც, თვითონ თავზე მედგა და მიყვებოდა ყველაზე სასაცილო ისტორიებს - გადავიტანე... მოეშვატ გულზე, მაგრამ მაინც დღე-გამოშვებით ნმიკეთეს ის 5 გადასხმა, მერე კიდე 2 კვირა სანამ სისხლიში გამოცნDებოდა რა შეიცვალა და მოვიდა დეკემბრის ბოლო.
კი იყო აწეული მაგრამ დაბალ ზღვარზე, ხოდა მშობიარობაზე გაუჭირდება ბავშვსო და კიდე უნდა გადახმებიო მაგრამ ახალ წლებზე საჩქარო არა ძალიან და შობის მერე მოდიო.
კი დამეწყო 4 ში და ვიღას ახსოვდა გადასხმა, 3 დღე იქვალა ჰიპოქსიაში ბავშვმა.
დაიბადა აჭრელებული ხროცით, ნუ ეგ არაფერი, მაგრამ ვირუსზე 2 საათში დამძIმდა, დაემართა ბრონქიოლიტი და ყველა ექიმი იმას ამბობდა ნაადრევი როა და ჰიპოქსიაში რო ყოფილა მაგიტოო...
აი მერე ვირტყი თავში ხელები და იცით რაზე?
იმაზე, რომ უნდა მეჭამა თუნდაც ძალით მეტი მოხარშული ხორცი, ვაშლი, ღვიძლი და რასაც მეუბნებოდნენ და "არ მევასებოდა" და ვერ ვჭამდი....
მეტი ნერვეი უნდა მყოფნოდა და რო ამეტანა თავიდანვე ის მალტოფერი, ყველაფერი კარგად იქნებოდა....
ნუ ესე ვერ გათვლი ყველაფერს მაგრამ მე ჩემი ამბავი მოგიყვეით, იმიტომ რომ პირველ შვილზე და ორსულობაზე იმდენად ყველაფერს ვერხვდები, ძალიან პანიკაც რო იყო მაინც რა, ეგ ბუნებრივია, მაგრამ თურმე მერე რამეზე რომ იფიქრებ რომ აი მე რომ ასე გამეთებინა ეს ესე არ იქნებოდა, ძალიან ძლიერი განცდა ყოფილა....
ხოდა იქნებ რამეში წაგადგეთ ეს ყველაფერი...
ოღონდ არ დაპანიკდეთ მაგიტო არ მოგიყვეით
Whether you think you can or you can't - you're right.