ირმასთან 20 მაისამდე აღარ მივალ

თუმცა აპრილის შუა რიცხვებში მე მინდა სისხლის და შარდის ანალიზი ავიღო რომ ცილები გავაკონტროლო. წნევების მეშინია რა. მაისის ბოლომდე უანალიზოდ ვერ მოვისვენებ.
კი ხვალ აუცილბლად დავწერ თათია რას მეტყვის.
სახლის დალაგებისას მეც მალე ვიღლები. ერთ ოთახიანში ვართ და ადრე შეუსვენებლივ ვაკეთებდი ყველაფერს, ეხლა ორი დღე მჭირდება და შაბათ-კვირაზე ვანაწილებ ხოლმე საქმეს. წელი მტკივდება ხოლმე საშინლად თუ დავიღალე.
სიარულს და კიბეებზე ასვლას სპეციალურად ვეძალები, თორემ ბოლო თვეებში ძალიან გამიჭირდება მერე