საწუწუნო დიდი არაფერი მაქვს

მაგრამ რაღაცნაირად ცუდა ვგრძნობ თავს,
ამხელა შუალედს ეხოზე აღარ გავაკეთებ რა, თითქმის 7 კვირა გამოდის და
შევატყვე რომ ძალიან ბევრია. დღეს გადავწყვიტე რომ თვეში 1 გავიკეთო ხოლმე.
ხომ შეიძლება ათასი რამე შეიცვალოს, გარდა იმისა, რომ მენატრება და მაინტერესებს
როგორი გაიზარდა. მინდა ვუყურო რას აკეთებს შიგნით.
რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს ამის გამო, ასე მგონია ცოტა უყურადღებოდ მოვიქეცი ამ
პრიოდში

ისე ერთი სული მაქვს მალე ვნახო რას შვება და როგორ არის. დრო კიდევ იწელება.
ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ არ მოძრაობს ბევრს ეს ბავშვი, მარტო მაშინ, როცა
უხარხულად ვზივარ ან რამე, ბევრს თუ დავიდვარ ვაბშე არ მირტყავს და გასუსულია.
ერთი ამ ბოლო დღეებში დავამუღამე, რომ რაღაც სიმძიმე დადის მუცელში აქეთ-იქით
ხან მარჯვნივ არის, ხან მარცხნივ, ხან ცოტა ქვევით, ხელს რომ დავაჭერ ცოტა ღრმად, გამაგრებულია
ხოლმე, ზოგჯერ მრგვალია, ზოგჯერ მოგრძო, ბრტყელი, შეიძლება ეს ჩემი კაცი იყოს?
გაზები რომ გაქვს იმას გავს, მაგრამ იმ მომენტშI გაზები არ მაქვს. ხელს რომ ვადებთ მიდის სადღაც
და ქრება.
მოკლედ ცუდ ხასიათზე ვარ და ეხო მინდა მარტო. იმდენად იმაზეც არ ვნერვიულობ, ცუდ რამეს
ხო არ მეტყვიანთქო, როგორც წინა ვადებზე, მაგრამ უბრალოდ მინდა ნახვა როგორ გაიზარდა