გოგოებოოო, როგორ ხართ. მოვგორდი ჩემს ლოყებდასიებულთან ერთად.
კორდელიას მადლობა რომ გაცნობათ ჩემი ამბავი და ეხლა დაწვრილებით მე დავწერ.
მაშ ასე:
გულისცემა 149
ნაყოფის მდებარეობა: სიგრძივი
წინამდებარე ნაწილი: თავი
ბიპარიეტარული ზომა: 62მმ
თავის გარშემოწერილობა: 230 მმ
მუცლის გარშემოწერილობა: 200 მმ
ბარძაყის ძვლის სიგრძე: 43 მმ
ნაყოფის სავარაუდო მასა 700 გრ.

(თათიამ ორი კვირის წინ 260 გრ. მითხრა)
ლოკალიზდება უპირატესად წინა კედელზე.
პლაცენტის სისქე 26 მმ
სიმწიფის ხარისხი - 0 მაგრამ აღინიშნება ტენდეცია ნაადრევი მომწიფებისაგან (არ მომწონს)
ჭიპლარის სისხლძარღვთა რაოდენობა 3
თავისუფალი მარყუჟების სიმცირე არ აღინიშნება
სანაყოფე წ###ბის რაოდენობა ნორმა, ნორმალური ექოსტრუქტურით
ნაყოფის კუჭი, შAრდის ბუშტი, ნაღვლის ბუშტი ნორმალური თვისებისაა,
თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების სიგანე 8 მმ-მდეა
საშვილოსნოს ყელის არხი ნორმალური სიგრძისაა - 29 (მცირედ დამოკლებული); არხის შიგნითა პირი არაა გაფართოებული
მოკლედ ასეა ჩემი საქმე. არც პლაცენტის ამბავი მომწონს არც დამოკლებული ყელის ამბავი.
თათიამ ორი კვირის წინ პლაცენტის სიმწიფეზე ვაფშე 1 დამიწერა უკვე მარა შარიქაძემ ეხლა ერთი არ არის მაგრამ მალე იქნება და ყურადღება მიაქციეო.
სხვა მხრივ ბავშვი ძალიან მოეწონა, ძალიან კარგი ბაოაო. უნდა გენეხათ რამხელა ლოყები ჰქონდა იმ მაიმუნს. ბუშტი. (პრინციპში ჩემი და მამამისის შვილი გამხდარი ვერც იქნება

)
სამწუხაროდ სურათი ვერ მოგვცა, მთელი 5 წუთი ეჩალიჩა მაიმუნს რომ პროფილით მიებრუნებიანა, ასე ცუდად გამოვაო მაგრამ ჯიუტმა ბავშვმა არაფრით მიაბრუნა თავი. რას მირტყავენო აინტერესებდა და იყურებოდა აქეთ რა ექნა.
მოკლედ, იმის გამო რომ პლაცენტა და ყელი არ მომეწონა დავიწყე გინიპრალის ყოველდღე მიცემა,. არადა ორი თვის მანძილზე მხოლოდ სამი ტაბლეტი მქონდა დალეული ხოდა ეხლა ვფიქრობ რეგულარუად ვსვა,. თან გუშინ გავიგე ახლობელმა გოგომ ნაადრევად გააჩინა ბავშვი,. ოღონდ არ ვიცი ზუსტად რამდენი კვირის იყო. რვა თვის კი იყო ნამდვილად, ფრიად შევშფოთდი.
26-ში მიწევს თათიასთან მისვლა და ვნახოთ ის რას მეტყვის,