დილა მშვიდობისა ღუპუცებო, როგორ ხართ, როგრო ხასიათზე?

ჩვენ არაგვიშავს,
ვაჟბატონი წყნარად დაფაჩუნებს აქეთ-იქით,
განწირულად მირტყამს მხოლოდ მაშინ, როცა მუცელს აწვება
რამე ან მოუხერხებლად ვზივარ. ისე კარგად იქცევა.
უკვე ბევრ მოძრაობას ვგრძნობ უფრო, მარტო მორტყმებს არა,
პროსტა რაღაცას რომ ჩალიჩობს იგრძნობა

))
წიხლები კიდევ ძლიერდება და ადის ზევით

))
თანაც გავხდით 19 კვირის და გადავედით მე-20 კვირაში.

პს. დღეს ავიწონე კიდეც, იმის მეტი აღარ მაჩვენა მომატებული,
რაც 18 კვირაზე ვიყავი. ცოტა მიჭირს გარჩევა ამ ისრიან სასწორზე.
მოკლედ 1.5 მქონდა მატება 18 კვირაზე, ჰა ჰა ნახევარ კილოს მივამატებ.
19 კვირაზე 2 კგ.
მერე ჩაჩავაში მივალ და ავიწონები ელექტროზე.
ახლა რაც შეეხება დღეს წამოსვლას. დედაჩემმა დამირეკა მოკლედ.
წითელ პარასკევს იყო მამაჩემის გარდაცვალების 2 წლის თავი,
მაგრამ მოძღვარმა არაფრის გაკეთება არ შეიძლება ამ დღესო,
ამიტომ დღეს გადაუწყვეტია საკურთხის გაკეთება, პანაშვიდს
გადაუხდის და საღამოს სახლში ავდივართ, ახლო ნათესავები შევიკრიბებით,
რომ ჭიქა ავწიოთო.
ძალიან მინდოდა თქვენი ნახვა გოგოებო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის.
მე კიდევ შეგხვდებით, მაგრამ კოზეტს აღარ ექნება ღიპი შემდეგ შეხვედრაზე ეჭვი
მაქვს
This post has been edited by Ia-forumze on 13 Apr 2010, 12:01