მოოოოოვედდდიიიიი მაინც გავაკეთებინეეეე ეხოოოოოოოოოოოოოოო

მოვედი ძალიან გახარებული და ბედნიერი, მაგრამ ერთ რამეზე გულდაწყვეტილი.
ვერ დავინახე ჩემი კაცი ვააააბშეეეე, ვერც ჩემმა ქმარმა, მეორე მონიტორი არ იყო, იმას
პატარა ედგა და ვეღარ ჩაუძვრა
საშვილოსნოს ღრუში: ერთი ცოცხალი
მამრობითი სქესის ნაყოფი;
მდებარეობა: არამყარი წინამდებარე მჯდომი (ზურგით იყო მობრუნებული);
პლაცენტის: წინა კედელზე, სტრუქტურულად ერთგვაროვანი, წვრილმარცვლოვანი სტრუქტურის, სწორი, სადა კონტურებით; (ნახევარ არ მესმის

)
სიმწიფის ხარისხი: 0
ცერვიკალური არხი: 42 მმ (გაზრდილა)
ამნიოტური სითხე: გესტაციის ვადის მოცულობას შეესაბამება;
ლატერალური პარკუჭები: სიმეტრიული;
ნაყოფის თავის ტვინის სტრუქტურები: ნორმა;
ხერხემალი: ისახება მთელ სიგრძეზე - ნორმა;
ჭიპლარში ისახება 2 არტერია და 1 ვენა (ეს არ ვიცი რას ნიშნავს, არცერთს გაუმახვილებია ყურადღება)
ნაყოფის გული: ოთხკამერიანი, პარკუჭთშორისი ძგიდე მთელი;
გულისცემა: 146 დ/წ;
ფილტვების ექოგენობა: ნორმა;
ჭვიძლის და ელენთის პარენქიმა ერთგვაროვანი, ნორმალური ექოგენობის;
კუჭი და შარდის ბუშტი ვიზუალიზდება;
ნაწლავის ექოგენობა ნორმალური.
ფეტომეტრია:
BPD - 41 მმ (17 კვირა და 6 დღე)
OFD - 50 მმ (17 კვირა და 6 დღე)
HC - 150 მმ (17 კვირა და 5 დღე)
AC - 135 მმ (20 კვირა)
FL - 26 მმ (19 კვირა)
დოპლეროგრაფიული მონაცემები: შეესაბამება გესტაციურ ვადას.
ბიოფიზიკური პროფილი 10 ქულიანი სისტემით შეფასებულია 10 ქულით.
(ნაყოფის სუნთქითი მოძრაობა 2;ნაყ. მოძრაობა 1; ნაყ. ტონუსი 2; სტრესული
ტესტი 2; ამნიოტური სითხის მოცულობა, კონსისტენცია 2; ჯამი = 10)
ამნიოტური ინდექსი: AFI: ჯამი= 197მმ
ორსულობის გესტაციური ვადა 18 კვირა.
ორსულობის ვადა ფოტომეტრიულად 18.5 კვირა.
ნაყოფის წონა: 250 გრ. (მუტააანტ

ყველგან წერია ამ ვადაზე 150-190 გრ. სქელი ეს)
ჩაამთავრა ეს ყველაფერი და მითხრა არაჩვეულებრივი ბავშვიაო, გამიმეორა ორჯერ,
ახლა ამ ეხოთი იქითა კვირაში მივადგები შორენას. მემგონი ყველაფერი კარგად არის
და აუცილებლად კუაგულოგრამასაც ჩავაბარებ, ეს ჭიპლაზრზე ვენა და არტერია
მაფიქრებს

ხო, წონა მაქვს მომატებული 1.5 კგ. თუ ავთვლით ორსულობის დასაწყისიდან.