atulia79დღეს შემოვედი და ეხლა გავიგე შენი ამბავი. ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი ხარ. მართალი გითხრა შენი პოსტები ძალიან მამხნევებდა ყოველთვის და რწმენა, რომელიც დაკარგული მქონდა, შენ დამაბრუნებინე. შენ პოსტებს რომ ვკითხულობდი, მართლა მრცხვენოდა ჩემი უიმედობის. არვიცი როგორ გადმოგცე, მაგრამ დამიჯერე შენ ძალიან დიდ როლს თამაშობ ამ თემაში. ძალიან ბევრ ადამიანს დიდ რწმენას და სიმშვიდეს აძლევ. მიხარია, რომ ასეთი ადამიანი გიპოვე აქ. მე ძალიან მიჭირს უკვე რამდენიმე თვეა ამთემაში შემოსვლა, რადგან ახლა ვხვდები რომ დილას თუ ფორუმით ვიწყებდი, მთელი დღის განმავლობაში ამ თემაზე ვფიქრობდი და ძალიან განვიცდიდ. ვიცი არც ასეა სწორი, რომ გაექცე ამაზე ფიქრს, მაგრამ.... რაც შენ გამოჩნდი, როგორც ვხვდებოდი , რომ რწმენა მეკარგებოდა და იმედი მეწურებოდა, შემოვდიოდი აქ, თუნდაც 10 წუთით და შენი სიტყვები ვერ აგიხსნი რამხელა რწმენას მმატებდა და მამშვიდებდა.
ეხლაც ვკითხულობ შენ სიტყვებს და ვხვდები, რომ ალბათ ასეთი რწმენა არასდროს მექნება და ასეთი ძლიერი არასდროს გავხდები, მაგრამ ძალიან მინდა რომ ცოტათი მაინც დაგემსგავსო.
ძალიან კარგი ადამიანი ხარ და დარწმუნებული ვარ ღმერთი მალე გაჩუქებს ახალ ქიშმიშუნას.
დიდი მადლობა რომ ასეთი ძლიერი ადამიანი ხარ და ასე ეხმარები ამდენ ადამიანს