ninoeqimiთავის ოფლიანობის მიზეზი რა შეიძლება იყოს გარდა კალცის ნაკლებობისა?
ყიფლიბანდი ნორმალურად ეხურება. კბილები კარგად ამოდის... ანუ ყველანაირი სიცხის, კუჭის აშლის და ამეების გარეშე... ისე ამოუვიდა ვერც გავიგეთ.
საღამოობით ძალიან ოფლიანობს. შუბლის ერთი მხარე ისე უოფლიანდება რომ ხანდახან წვეთები ჩამოსდის.
ბევრი ჩაცმა?
ჭამის დროსაც ოფლიანობს. დავიტანჯე უკვე. ვიგანტოლს ვასმევ... 10 თვისაა ეხლა. არ ვიცი რა უნდა ვუყო. კალცისმაგი დავალევინე და არანაირი შედეგი.
ჭამით გადასარევად ჭამს, ცოტა ნაკლები რომ ჭამოს მირჩევნია მარა როცა შია კონცერტებს აწყობს. ფიზიკური განვითარებაც ასაკის შესაბამისი აქვს და გონებრივიც. მძიმეა ძალიან 14 კილოა ახლა. სიარულს ცდილობს. მანეჟში სულ დადის მაგრამ ფეხები არ გაღუნვია.
სხვა რა შეიძლება იყოს მიზეზი?
ან სად უნდა მივიყვანო
საშიშია? განგაშI უნდა ავტეხო?
შეიძლება ბევრი ჩაცმა იყოს ამის მიზეზი?
მე როცა სახლში ვარ მარტო ბოდეთი და მაიკითაა ამგრამ როცა არ ვარ იმდენი რამე აცვია