ლილუწამოადუღე გამლღვალი ხბოს ხორცი, დაახლოებით ნახევარი ხელისგულისხელა, პირველი წყალი გადაღვარე და ისევ დადგი ქურაზე. რომ მოიხარშება დაუმატე ხახვის ნაჭერი (თუ პატარაა ნახევარი), ნიორი 1 კბილი, სტაფილო (თუ მიგიცია უკვე და ნება გაქვს, ცოტაარიყოს ალერგენია), მწვანილები 3- 3 ღერი (ქინძი, ოხრახუში, კამა), ბულგარულის ნაჭერიც შეგიძლია, მაგრამ მე ხბოს ხორცთან არ მომწონს..
და ესენიც ადუღე, კარტოფილი ხარშვისკენ რომ წავა დაუმატე ნახევარ ყავის ჭიქაზე ნაკლები გარეცხილი ბრინჯი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი (ან ნაკლები, უბრალოდ ბრინჯი რომ არ მოფაფავდეს).
დაელოდე, როცა ბრინჯი და კარტოფილი მოიხარშება გადმოდგი.
ცოტა კარაქი ან ზეითუნის ზეთი( ნახევარი ჩკ. ) სადილის თეფშში ჩაუმატე, + იოდიზირებული მარილი, რაც საჭმელს აკლია და მიეცი.
თუ დაბლენდერებულს ჭამს დაუბლენდერებ და ეგაა

პ.ს. რაც შეეხება ხაჭოს, თუ ტკბილს აძლევ და ნაყიდს, ჩააგდე ბლენდერში დაუმატე 3 ს/კ ანადუღარი წყალი და დაატრიალე.
გახდება კრემივით და შეჭამს გემრიელად.
ბავშვებისთვის ძალიან მშრალი და ხაოიანია, არ უყვართ ხოლმე და მინარევებთან(ხილი, პეჩენია) ერთადაც მალე ბეზრდებათ, შედეგად იმას ვიღებთ, რომ ზოგს ხილიან პეჩენიიანად ეჯავრებათ ყველაფერი.
თან ხაჭო მაინც დესერტია და არ ვთვლი სწორ ამბად მის სადილად ან ვახშმად გადაკეთებას.
ჭამიდან დაახლოებით 2 საათში მიეცი(მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა ასაკის შესაბამისად) და უკეთესია თუ დღის პირველ ნახევარში იმზამ მაგას, ასეა თუ ისე თირკმელებს ტვირთავს და ღამით ცოდოა.
This post has been edited by kato_Bato on 23 Apr 2010, 10:55