დილა მშვიდობის ღიპოსნებო, მე ჯერ ისევ თქვენს რიგებში ვარ

მოკლედ იაკოს კი დაუწერია უკვე, გუშინ სამშობიაროში ვიყავი, ისედაც უნდა მივსულიყავი უკვე და მითუმეტეს წინა ღამის ამბების მერე მივქანდი

პირველ რიგში გეტყვით ყველას, ვისაც ეს პროცედურები გელით წინ

ხელით გასინჯვაზე ბევრი წერდა, სამშობიარო ტკივილებზე მეტად ეგ გვეტკინაო.
აი საააააააერთოდ არ არის მტკივნეული, საერთოდ!!!! ნუ ცხადია გრძნობს რომ ვიღაცა ხელს გიყოფს

მაგრამ ტკივილით, როგორც ასეთი არ გტკივა, მე ყოველშემთხვევაში არ მტკიებია.
ყელი დახურულიაო, არაა ჯერ გახსნა დაწყებულიო. მერე ვკითხე გამიგია ხელით გასინჯვის მერე იცის ხოლმე შეფერილი გამონადენითქო და ასე მითხრა, ეგ იმ შემთხვევაში ხდებაო, როცა ყელი გახსნილიაო, დახურულ ყელზე ეგ იშვიათობააო და მართლაც არ მქონია არაფერი გამონადენი სახლში მოსულს, გარდა იმისა, რაც ისედაც მაქვს უკვე ბოლო 3 კვირაა (უფერო, ლორწოვანი, მცირე რაოდნობით).
ხო, კიდევ რა.... შემაქეს

კარგი გოგო ხარ, რომ დაელოდეო წუხელ ტკივილებსო და ეგრევე არ გამოქანდიო, მშვიდი ჩანხარო, ეგ გაგიადვილებს მშობიარობის პროცესსო, ადექვატური ხარო, რაც ხშირად ბევრ ორსულს აკლიაო ბოლო კვირებშიო

ე.ი. მითხრა მეანმა ის 2 შემთხვევა როცა უნდა წავიდე სამშობიაროში:
1. თუ დავღვარე სანაყოფე წ###ბი და
2. თუ მოვლითი ხასიათის მუცლის ან წელის ტკივილებს აქვს რეგულარული ხასიათი 2 საათის განნმავლობაში და ამ ტკივილებს შორის ინტერვალი 15 წუთზე ნაკლებია
მინიმუმ 10 დღე კიდევ არაფერი იქნებაო, და თუკი 2 მაისამდეც არაფერი დაგეწყო, მერე კიდევ მოხვალო
მაგრამ არა მგონია მოიცადოს მაგდენი ხანი. გუშინ საღამოსაც ისეთი წელის ტკივილები მქონდა და ისე მაწვებოდა უტა ქვემოთ, რომ მე ვფიქრობ 10 დღეში კი უნდა გამოძვრეს ეს სქელტრაკა

მოკლედ ასე, მე ხანდახან შემოგივლით ხოლმე სანამ ინტერნეტი მექნება ახალ სახლში და თუ რამე დავაპირე ან იას ან დენსერს შევეხმიანები (ან ორივეს)

ხო მართლა. გუშინ ანალიზების პასუხებიც ავირე და ყველაფერი ნორმაშია, შარდში არ მაქვს ცილა, ჰემოგლობინი ჩვენებურად რომ ვთქვათ 68 (რაც ამ ვადაზე ნორმალურია) და კოაგულოგრამაც კარგია
მოკლედ კარგი გოგო ხარო და უტაც კარგი ბიჭიაო, უბრალოდ ეს დიეტა უნდა გავაგრძელო, რომ ნამეტანი არ გაუსუქდეს ტაკო