praviniaმოი აქ

,,საკვების პირამიდა" (საქ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული წიგნია Unicef-ის დაფინანსებით)
1) პირამიდის პირველ თაროზეა შემდეგი რამე-რუმეები (ანუ ყველაზე მნიშვნელოვანია) :
პური, მარცვლეური, ბრინჯი, მაკარონი, კარტოფილი.
უნდა ვეცადოთ რომ ეს პროდუქტები მივიღოთ 6-11 პორცია დღეში (რათქმაუნდა ცოტ-ცოტა

)
2) პირამიდის მე-2 თაროზეა ბოსტნეული და ხილი (დღეში ცოტ-ცოტა 5 პორცია)
უნდა მივირთვათ ბოსტნეული, უმი ან მოხარშული, ფოთლოვანი ბოსტნეული, 1 ცალი საშუალო ზომის პამიდორი, 1/2 ჭიქა ლობიო,
ხილი აუცილებლად (ვაშლი, მსხალი , ქლიავი, ჩირი)
1/2 ჭიქა ახალი კენკრა,
1,60 მლ ნატურალური წვენი.
გვახსოვდეს რომ 5-10 წთ-ზე მეტხანს ხარშვისას ვიტამინების უმეტესი ნაწილი იშლება !!!
3) მე-3 თაროზეა ხორცის და რძის პროდუქტები, რომელიც დღეში 2-3 პორცია უნდა მივიღოთ
მაგ: მაწონი, ყველი, რძე, ხაჭო..
რძის პროდუქტი მდიდარია კალციუმით, ცილებითა და ვიტამინებით!
ხორცი, თევზი, პარკოსნები (ლობიო, ბარდა, მუხუდო, სოიო), ნიგოზი, არაქისი ცილის და რკინის ძირითAდი წყაროა!
არ შეიძლება ღვიძლის დიდი რაოდენობით მიღება, ეს შეიძლება A ვიტამინის ჭარბი დაგროვების მიზეზი გახდეს!
უნდა ვჭამოთ მაგ: 70-80 გრ. ხორცი ან თევზი, 2 ც. კვერცხი, 1 ჭ. მოხარშული პარკოსნები.
პირამიდის მე-4 თაროზეა ცხიმები (კარაქი, ერბო, მცენარეული ზეთი)
პირამიდის მე-5 თაროზეა ტკბილეული და მარილი, უნდა მივიღოთ მცირე რაოდენობით.
ასეთი საკვები დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს, მაგრამ მნიშვნელოვან კვებით ნივთიერებებს მოკლებულია, უმჯობესია მივიღოთ მცენარეული ცხიმი, ვიდრე ცხოველური,
გვახსოვდეს!!!!!!! ცხოველური ცხიმის ჭარბი გამოყენება ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ონკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევების რიცხვს.
loading...