GATOსხვათაშორის მეც პირველზე ვწვალობდი და ველოდებოდი, როდის ამოაბოყინებდა, მერე მითხრეს ღამე არ ჭირდება ამობოყინებაო.
მეორეზე ეგრეც ვაკეთებდი და დავისვენე კიდეც
* * *
natelikaaa მე ხომ არ ვარ ის შენი თანამშრომელი?

ორივე ბავშვზე ეს პრობლემა მქონდა და მაქვს დღემდე.
ერთი 6-ის ხდება და თითქმის გადაეჩვია ამ ჩვევას
და პატარა სამის ხდება მარტში და ამას მაგ ჩვევის მძლავრი შემოტევები აქვს.
ჩაცმას ყოველთვის აპროტესტებს.
ძიძაც მაგას ამბობს, სანამ ჩავაცმევ და სასეირნოდ მოვამზადებ, საღამოვდებაო.
ჩვენთანაც ზუსტად იგივეს შვება: გინდა ეფერე, გინდა ეჩხუბე და გინდა ურტყი

ისე ჩემი ორივე შვილი ყოველთვის ყველაფერს აპროტესტებს.
განსაკუთრებით უფროსი, ბიჭია, მაგრამ დღემდე თვითონ ირჩევს რა ჩაიცვას.
2 წლის ხდებოდა ფეხსაცმლის საყიდლად წავიყვანეთ და თვითონ ამოირჩია რამდენიმეში ერთ-ერთი ფეხსაცმელი, ვერაფრით გავხადეთ.
ისე, გემოვნება კი აქვს გადასარევი

პატარა გოგოა, მაინცდამაინც არ არჩევს ტანსაცმელს, მაგრამ ჩაცმას მაინც 1 საათამდე ვუნდებით

რამდენჯერ დაპოსტილა
This post has been edited by upwave on 14 Jan 2011, 22:47