n_elo - შენ მადლობა
MELO_MELOTaboosunny sunnyMPGგოგოებო ძაან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის და კიდევ ყელას, შეიძლება გამომრჩა ვინმე

ესეიგი ახლა დავბრუნდი, ლექციებზე გავიქეცი იქიდან გახარებული და
ახლა დედიკოსთან ვართ.
დავიწყებ ამებების მოყოლას
ველოდებოდი სერგოს, პირველი მე ვიყავი 4-ზე მოდიოდა და ძალიან მეშინოდა,
რომ შევედით, დაგვიძახა, მეჭორავა ძალიან ბევრი მელაპარაკა, სამედიცინო სფეროზე,
არასამედიცინოზე, სანამ მოამზადებდა აპარატურას.
მერე მკითხა როდის იყავი დაბარებულიო, მეთქი ახლათქო და მაგრად დამცინა
ანუ ამ ვადაზეო ხო? ხოოო მეთქი, ახლა ახლაო, თან იცინოდა

მერე გამომკითხა ბავშვის მოძრაობაზე და რომ ვუთხარი ეს ფაჩუნი აღარ არის, მირტყავსთქო
გაუკვირდა, ძაან კარგიო, დაჟე გირტყავსო, კი მეთქი გარედანაც ჩანს და იგრძნობათქო.
დავიწყეთ ეხოსკოპია, შეიყვანა მონაცემები და 22 კვირის დაგვიწერა მონიტორმა.
რომ დაივნახე ჩემი გასქელებული მატლი გული გამითბააააააააა
იწვა, ფეხები უკვე მოკეცილი ქონდა,ისე ტავისუფლად ვერარ ეტეოდა. ხელები ხან სად ხან სად და თითებს ატრიალებდა

ასეთია ჩვენი მონაცემები:
ნაყოფის გულისცემა: 146
BPD = 55 - შეესაბამება 23 კვირას
OFD = 72 - შეესაბამება 22 კვირასა და 3 დღეს
HC = 202 - შეესაბამება 23 კირასა და 2 დღეს
AC = 184 - შეესაბამება 22 კვირასა და 5 დღეს
FL = 37 - შეესაბამება 22 კვირას
ცეფალური ინდექსი - 0.77 (N - 0.69 - 0.86)
ნაყოფის წონა - 530 გრ.
პლაცენტა - წინა კედელზე, სისქე 34 მმ; სტრუქტურა ერთგვაროვანი; სიმწიფე 0.
ჭიპლარი: ფიქსირდება 3 სისხლძარღვი
ამნიოტური სითხე: რაოდენობა ნორმა; სტრუქტურა ნორმა;
ნაყოფის სინოანატომია: ნორმა
დათვალიერდა:
ცნს: პარკუჭები, სისხლძარღვოვანი წნულები, თალმუსები, უკანა ცისტერნა, ნათხემი;
სახე: თვალბუდეები, ცხვირი ძვალი, ტუჩები;
გული: ოთხკამერიანი, ძგიდეები, აორტა, ფილტვის არტერია;
შინაგანი ორგანოები: კუჭი, შარდის ბუშტი, თირკმელები;
ჩონჩხი: ხერხემლის კისრის, გულმკერდის, წელის, კუდუსუნის ნაწილი; ზედა და ქვედა კიდურების სამივე ნაწილი.
საშვილოსნოს ყელის სიგრძე: 42 მმ - ნორმა ; არხის შიდა პირი დახურული;
მშობიარობა გადმოვიდა 2 სექტემბერს
ხო, არანაირი ტონუსის ნასახი არ მაქვს
აი ასეთი მაგარი კაცები ვართ, ყველაფერი იდეალურად არისო, ძაან ბევრი ათვალიერა,
ეს საყვარელი ხან რას შვებოდა ხან რას, იმსიგრძე ფეხოები აქვს და ტერფებიიიი.
მერე სახეც დაუთვალიერა, ნახე როგორი პატარა და აპრეხილი ცხვირი აქვსო
მამას გავს აშკარად. შენი არაფერი არ აქვს ამ ბავშვს სიგრძის გარდაო

ეს ცხვირის განხილვა მიდიოდა 5 წუთი
სურათიც გამოგვატანა, რომელზეც არაფერი ჩანს და წამოვედით ბედნიერები

ძალიან გახარებული ვარ და დავწყნარდი. ვიდეოც გადავიღეთ

))))
ამჯერად ბევრად უფრო საყვარელი მომეჩვენა სერგო, ბევრი მეჭორავა, იმდენი ათვალიერა
რო რავი, თან სულ მიხსნიდა ნახე ეს ეს არისო, ეს ნახე რა კარგი კედლებიაო, ეს გულიაო.
32 კვირამდე არ დაგინახოო
addictedმშვიდობაა მშვიდობა
This post has been edited by Ia-forumze on 4 May 2010, 20:00