ნინიანამოდი მეც დავწერ ჩემს გამოცდილებას. იქნებ რამეში წაგადგეს.
მე ავერსის კლინიკაში დამყავს და პედიატრი ყოველ მისვლაზე მეუნებოდა ანახე ორთოპედს, ანახე და რატომრაც ვერ მოვახერხე. 7 თვის რომ გადა მივიყვანე იქვე მაჭავარიანთან. შევედით და იდუმალი სახით უყურებს ბავშვს. სიჩუმეა.
როგორ არ გადაუღეთო აქამდეო. გამაგზავნე ეგრევე რენდგენზე. ეხლა ეხო აღარო 7 თვის არის რენდგენიო. შევედით გავაკავეთ, გადავუღეთ. უყურებს ეხლა ვინც გადაუღო ის. იდუმალი სახით. გული გადამეწურა. მეთქი რა გვჭირს. ხმას არ იღებს, თავს იქნევს ნწუ, ნწუო და ერთმანეთს უყურებენ. მე და ჩემი ქმარი გავშეშით ხმას ვეღარ ვიღებდით.
შევედი ამ სურათით მაჭავარიანთან. უყურებს და ბარძაყის თავებიო გაძვალებული არ არისო. ხრტილებიაო. რაღაც უფრო მეტადაა დაშორებული ერთი, ვიდრე მეორეო. მოკლედ, ჰაი, ჰუი.
ბოლოს მეუბნება, კოჭლი არ იქნებაო

მაგრამო დიდი რომ გაირზდება ხერხემლის გამრუდება დაემართებაო, მერე რაღაცა იწინასწარმეტყველა კიდევ. ვერ დავიმახსოვრე. ფეხზე მეორე თითები ოდნავ ამოწეული აქვსო. დაუბიო სადღაც ქულსთანო ჩაუვიდესო. თავი ერთ მხარეზე უფრო გადახრილი აქვსო მიუბიო წელზე. აქ რარაც ამოუდეო იქ ისაო.
3რვე ბავშვი ფეხზე არ დააყენოო. (7 თვის არის). იწვესო სულ ან გეჭიროსო. 3 თვის მერე გეტყვი შეიძლება თუ არა დაყენებაო.
მოკლედ, ბევრი რომ არარ გავაგრძელო. წამოვედით მე და ჩემი ქმარი მთელი გზა მანქანაში ხმას ვერ ვიღებდით. საკუთარ თავს ვლანძღავდი აქამდე როგორ არ მივიყვანე. მე დედა ვარ ყოველივე ამის შემდეგ.
წავედი მეორე დღესვე იაშვილში, ძიძიგურთან. ნინო ექიმის რეკომენდაციებით. ჩაბჟირდა ეს კაცი სოკოჭლეზე, ხერხემლის გართულებაზე და ა.შ. თურმე იმ რაღაცის გაძვალ;ება ბავშვებს 6 თვიდან ეწყებათ და ეს 7 თვიანია და არ არის პრობლემაო. გაუძვალდებაო. ბავშვს ისე მოექეცით, როგორც ნოპრმალურსო. არაფერი არ დაუბაო და ფეხზეც დააყენე და რაც გინდა ის ქენიო. უბრალოდ. ფეხს რომ აიდგამს ერთი რენდგენი გადავუღოთო. ეს არის და ეს.
ამ ქვეყანაში მართლაც ვერ ენდობი ერთ ექიმს. 100-ჯერ გადაამოწმე, ნუ ეხლა რახან ამდენი ერთად გეუბნება რომ დისპლაზიაა, ალბათ მართლაც არის. მაგრამ, იქნე ბრკინებამდე არაა ჯერ მისული სამქ
მაინც გადაამოწმო მე გირჩევდი
ეს დემნას