მოვედი საღამოს სეირნობიდან განაწყენებული ამინდზე

წვიმის გამო კუსტბა ჩაიშალა, ფეხით ამ საღამოს ვერ ვიარე, დღისით
კი ვიბოდიალე მაგრამ საღამოობით მაინც სხვა მუღამი აქვს

მოკლედ ბევრს ვკითხულობ ინტერნეტში, ყველგან ასე ამოვიკითხე,
რომ ნაადრევი მშობიარობის რისკი ზაფხულში მეტია, რადგან ხდება
სითხის კარგვა, რის თავიდან ასაცილებლადაც საჭიროა ბევრი წყალი
მივიღოთო. ეს დებულება ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ მესამე ტრიმესტრში
სითხე იზღუდება

ამიტომ ასეთი რაღაც გადავწყვიტე და დღეიდან ვცდილობ ნეეელ-ნელა მივეჩვიო.
ესეიგი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ამოვიღო მარილიანი რაციონიდან, ანუ დავიწყო შეზღუდვით
და ვსვა ბევრი სითხე. დღეს უკვე კარტოფილი რომ შევიწვი ოდნავ მოვაყარე,
სამაგიეროდ თავთან მიდევს ცივი წყალი და ვყლუპავ ნელ-ნელა.
ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს