ოო, მაგ ანალიზზე ისეთი კურიოზი შემემთხვა ისეთი, რომ ნუ იტყვი, მეგონა ლაბორანტი ვერ გადამირჩებოდა.
მოკლედ, მივედი ჩემს გინეკოლოგთან (რომელთანაც წელიწადზე მეტია დავდივარ და ჩემს შესახებ თითქმის ყველაფერი იცის) და ვეკითხები, ანალიზების პასუხებში რა ხდება მეთქი, და გაკვირვებული მეკითხება, ნანა მე რატომ არ ვიცოდი რომ შენ უარყოფით რეზუსიანი იყავი? მეთქი რაააა?
მოკლედ, პირველად ეგ სისხლი და რეზუსი გავიკეთე პირველი შეწყვეტილი ორსულობის დროს, ანუ უშუალოდ გამოფხეკის წინ, და ნარკოზიდან კარგად არ ვიყავი გამოსული ექიმი რომ შემოვიდა და ვკითხე (ძალიან მაინტერესებდა), უარყოფითი რეზუსი ხომ არ მაქვს მეთქი, ჩაიხედა და მითხრა, არა, პირველი დადებითი ხარო.
და უარყოფითიო რო მითხრა ექიმმა, წამით ეჭვი შემეპარა, მეთქი ნარკოზიდან არ ვიყავი ნორმალურად გამოსული და რამე არასწორად ხომ ვერ გავიგე მეთქი. ფერი მეცვალა და ექიმმა დამშვიდება დამიწყო, მარა ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე (თუ როგორც იტყვიან), მეთქი არასწორია ეგ ანალიზითქო.
მოკლედ დაავლო ამ ექიმმა ხელი ამ პასუხს და მიმიყვანა ლაბორანტთან და ეუბნება, ამას სისხლის რეზუსი გადაუმოწმე სასწრაფოდო, იძახის რომ დადებით რეზუსიანი არის და უარყოფითი გიწერია. ისეთნაირად გადმომხედა იმ გოგომ, მარა რას იზამდა ამიღო სისხლი, შეურია-შემოურია რაღაცეები, უყურებს და დავინახე რომ ფერი ეცვალა. მეთქი რა? დადებითი რეზუსი გაქვსო, ვაიმე როგორ მოხდა ეგო და დაიწყო ბოდიშები, ნუ ერთი მილანზღვა მივალანძღე და ვეუბნები, ესეთ ბანალური ანალიზის გაკეთება მაინც უნდა გეხერხებოდეს მეთქი, თან გავდივარ უკვე, კარებში ვარ, რეზუსი შეგეშალა, შეგეშალა, მეთქი ჯგუფიც რანაირად შეგეშალა? ვაიმე, ჯგუფი როგორ შემეშალაო, მომაბრუნა, ისევ ამიღო სისხლი და მეორეჯერაც ეცვალა ფერი

მერე ეცა ჟურნალს, გვარი მკითხა და მაჩვენებს, რომ არ ვარ მე გამოუცდელი, აი ნახე აქ პირველი დადებითი ჩამიწერია, სწორად გამიკეთებია ანალიზი, უბრალოდ გადაწერის დროს შეცდომით დამიწერიაო, მიხადა მერე ბოდიშები, ჩემმა გინეკოლოგმაც უსაყვედურა.
შარდის ანალიზში კვალისმიერი ცილები ეწერა და კიდევ ლეიკოციტებიო თუ რა ვიცი და ორსულთა ცისტიტის დიაგნოზი დამისვეს და ორი წამალი გამომიწერეს, აქედან ერთის დალევა გადავწყვიტე.
ჰემოგლობინი 73 მაქვს, რაც უაზროდ გამიკვირდა, ასეთი უჭმელობის დროს რანაირად არ მაქვს დაბალი ვერ ვხვდები.
ჰიპერტონუსი გაქვსო და ორი კვირა იწექიო, რადგან წამლის დალევაზე უარი განვაცხადე.
მომავალი იწყება დღეს...