არა, რა სისულელე, რას ამბობ.
ორივე დიაბეტის საერთო ნიშანია სისხლში შაქრის კონცენტრაციის მატება და აქედან გამომდინარე, სიმპტომები და შედეგები (ნივთიერებათა ცვლის მოშლა ზოგადად, სიმსუქნე, გულის, ღვიძლის, სისხლძარღვოვანი სსიტემის პრობლემები). განსხვავებულია წარმომშობი მიზეზი.
I ტიპის დიაბეტის დროს კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედებზე ხდება აუტოიმუნური შეტევა, ანუ ორგანიზმის იმუნური სისტემა წარმოშობს ანტისხეულებს ბეტა უჯრედების მიმართ. ეს უჯრედები იშლება და ბუნებრივია, წყდება ინსულინის სინთეზი.ამის გამო ორგანიზმი ვერ ახერხებს მიღებული შაქრების (რომლებივ ნაწლავიდან შეიწოვა და გადავიდა სისხლში) გარდაქმნას სამარაგო გლიკოგენად (რომლის მარაგიც ღვიძლშია) და ასევე, კუნთებსა და ცხიმოვან ქსოვილშიც ვეღარ გადადის. სისხლი მთელი შაქრით გაივლის თირკმელებს და შაქარი გადავა შარდში, როგორც ნაჭარბი...ამას მოსდევს გლიკოზურია, ანუ შარდში შაქრის რაოდენობის აწევა და სისხლში კი დრამატული ცვალებადობა-ჰიპერგლიკემიიდან (ანუ, შაქრის ძალიან ჭარბი რაოდენობა) ჰიპოგლიკემიამდე (შაქრის რაოდენობის დაკლება). ორივე მდგომარეობა საკმაოდ საშიშია და ამიტომ პაციენტმა მუდმივად უნდა იკონტროლოს შაქარი სისხლში, იკეთოს ინსულინის ინექციები დადგენილი დოზით და იკვებოს სპეციალური დიეტით, რომელიც გათვლილია მისთვის საჭირო კალორიებზე. მისაღები ინსულინის დოზაც ამის მხიედვით იანგარიშება. I ტიპის დიაბეტი არის მიმკვიდრეობითი და ვლინდება, როგორც წესი, ბავშვობისას.
II ტიპის დიაბეტის დროს ბეტა უჯრედებს აარფერი ემუქრება და იდეაში, ინსულინიც სათანადო რაოდენობით წარმოიქმნება, მაგრამ კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილების უჯრედებს დაქვეითებული აქვთ მის მიმართ მგრძნობელობა-სათანადო რეცეპტორების დაქვეითების გამო. შედეგი იგივეა, რაც I ტიპის დიაბეტის დროს. II ტიპის დიაბეტის გამომწვევი მიზეზი მე მგონი, ზუსტად არაა დადგენილი, როგორც წესი,.ასოცირებულია სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლასთან..მაგალითად, ქალებში საკვერცხეების პოლიკისტოზთან, ჰიპერანდროგენიასთან..სიმსუქნესთან (და პირიქითაც-ინსულინრეზისტენტობა თვითონაც ხელს უწყობს სიმსუქნეს).
რაც მოჰყვება ერთსაც და მეორესაც-ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, სიმსუქნე, ღვიძლის პათოლოგია (კარცინომის ჩათვლით-მოგვიანებით), უნაყოფობა, სხვა ენდოკრინული ჯირკვლების პათოლოგიები...
მოკლედ, ძალიან ცუდი სურათი გამოვიდა

მეც მაგრად ვარ დაშინებული მაგით.
ყველაზე კარგი რა არის:
დიეტა-ნაკლები შაქარი და ნაკლებადცხიმიანი საკვები. უკეთესია თერმულად დაუმუშავებელი მცენარეული ზეთი.
ფიზიკური აქტივობა-ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ნაკლები სტრესი (ყველაზე რთული შესასრულებელი)
ყველაფერი ეს ექიმის კონტროლით (განსაკუთრებით, დიეტა).
წონაში კლება ძალიან დადებითად მოქმედებს საერთო მდგომარეობაზე.
და პლიუს, ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა..თუკი საჭიროა, რა თქმა უნდა. ყველას ყოველთვის არ სჭირდება.
This post has been edited by Solveig on 19 Sep 2010, 09:00
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!