დავბრუნდი სამშობიაროდან, ყელი არაა გახსნილი
საცობი კიდევ ჩამოდის და ჩამოდის, რა ვერ გამოილია გავგიჟდი
სიარული მიჭირს ძალიან, მწიწკნის ქვედა მხარეს და ფეხს ვერ ვადგამ წესიერად.
ექიმმა მითხრა შეიძლება დღესვე დაიწყოს შეიძლება 1 კვირა ასე იყოვო.
გუშინ ღამის 4 საათზე გამაღვიძა მუცლის ტკივილმა და სისველის შეგრძნებამ
წყლები არ დამიღვრია მაგრამ სისხლიანი კოლტები იყო, ისევ და ისევ საცობი
8 საათამდე ფეხზე ვიყავი ვერ ვწვებოდი, პერიოდული ტკივილები მქონდა, ოღონდ ტკივილის ხანგრძლივობა იყო 4-5 წამი და შუალედი 10 წთ.
არ იყო ეს ის ტკივილი რასაც მშობიარობის დაწყება ქვია.
8 საათზე როგორც იქნა ცოტა გამიარა და დავიძინე.
ისეთი დაღლილი და უძილო ვარ ძლივს ვიყურები თვალებიდან
2 ღამეა წესიერად ვერ გამოვიძინე, დღისით ძილი არ შემიძლია
რა ძნელია ეხლა ყოველ დღე ლოდინი
კოზეტ როგორ მესმის შენიიი