წერეთელძე დავდიოდი პირველ მუსიკალურ-საწამებელ სასწავლებელში
Zemfira
საყვარელო,რაღა დაგრჩენია.მალე მოლეული ამბავი გექნება და კოცნე და კოცნე შენი გოჭი მერე.
ახლა ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტი--მკერდის მოვლას რაც შეეხება.ყველა ღმერთმა დაგიფაროთ და თუ კარგად არ მიხედე,მშობიარობას დაავიწყებს ადამიანს.ასე რომ-----აქ დავწერე თუ საკეისროში აღარ მახსოვს,რომ არავითარ შემთხვევაში არაა ძუძუს გამოწველა საჭირო და ახლა ზუსტად გეთყვით რატომ:
რძის მოსვლა როცა ხდება(მანამდე ხსენი ხოა),მე მაგალითად მეოთხე დღეზე ადრე არც ერთხელ არ მომსვლია---მაშინ მკერდი დიდდება,სივდება,ცხელი და მკვრივია და ისე დიდია შესიება,რომ გგონია ესაა და რძისაგან გისკდება.ამ დროს ასე არაა.რძით კი არაა დაბერილი,ფიზიოლოგიურადაა შეშუპებული.სამშობიაროებში ექთნებს ამდენი ცოდნა არ Yოფნით და მოგიწყობენ იერიშებს--დედა,არიქა საჩქაროდ გამოიწველეო.
არ დანებდეთ არავითარ შემთხვევაში.
გაუძელით 24 საათი და თავისით ჩაცხრება და ღძე იმ რაოდენობის გექნებათ,რა რაოდენობაც ბავშვს სჭირდება.თU გაბრიყვდეთ,მერე ნახეთ რძის ნამდვილი მოწოლა,საით წაიღოთ აღარ გეცოდინებათ და შეიქმნით პრობლემებს.ბუნებრივადაა მოთხოვნა მიწოდება დაბალანსებული.შეგიძლიათ გააკეთებინოთ მასაჟი სადინარების გასახსნელად,,ოღონდ არამს და არამც გამოწველა.(მასაჟის დროს რომ ცოტა რძე გადმოვა ის არ მაქვს მხედველობაში)
მე პირველ შვილძე ისეთი სიმწარე ვნახე ამ გამოწველის გამო,პირდაპირ კამელია ძროხად მაქციეს,მერე გამიმაგრდა და ათასი უბედურება.აი მერე კი ვისწავლე ჭკუა და ყველას ისტერიულად ამას ვაფრთხილებ--არ გამოიწველოთ!
თU მაინც ცოტა ბევრია ,ვანაში ცხელი წყალი მოუშვით,გადაიწიეტ და მხოლოდ მკერდზე დაისხით(ტანზე არ შეიძლება)და მსუბუქი,ნაზი მოძრაობით დაიმასაჟეთ და გამოვა ზედმეთი.ზოგმა რომ იცის,რაც ვერ გამოწოვა გამოიწველეო,არც ამით მოტყუვდეთ.ასევე არაჩვეილებრივია სალხინოს საფენები ცხელ-ცხელი.
რასაც ვწერ ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და დამეჯერება.
ცოტა ხო არაა 2-2- წელი ვაწოვე ყველა ბავშვს.
აბა,ჩემი ჭკვიანი გოგოები,ჯვარი გწერიათ ყველას.