ეხლა მოვიძიე ეს ორსულთა უფასო ვიზიტები და ანალიზები, და ბარემ დავდებ აქ, ვიღაცეებს აინტერესებს ალბათ
1. პირველი ვიზიტი 13 კვირის ორსულობის ვადამდე: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) თერაპევტის კონსულტაცია;
გ) სისხლის საერთო ანალიზი;
დ) შარდის საერთო ანალიზი;
ე) სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი
მეთოდით;
ვ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლის შრატ. /
პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ზ) აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის
შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა.
2. მეორე ვიზიტი ორსულობის 18-20 კვირაზე:ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია
(ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების
გამოსავლენად).
3. მესამე ვიზიტი ორსულობის 30-32 კვირაზე: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
4. მეოთხე ვიზიტი ორსულობის 34–36-38–ე კვირაზე: ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.