ჰაიტ


ესეიგი გოგოებო მოვედი ეხოდან დამშვიდებული და სისხლის ანალიზიდან გულგახეთქილი

ორსულობის ვადა: 27 კვირა
ნაყოფი: მამრობითი სქესის
მდებარეობა: სიგრძივი, წინამდებარე ნაწილი მენჯი
გულისცემა: რიტმული, 140 დ/წ
ფოტომეტრია:
BPD - 69
HC - 267
AC - 235
FL - 49
(ნაყოფი ფოტომეტრიით დაახლოებით 28 კვირამდეა)
ნაყოფის ზომები პროპორციულია
ნაყოფის მასა: 1100

სქეეეელიიი
ნაყოფის ორგანოების სისტემა: მონაცემები ნაყოფის განვითარების ანომალიების შესახებ არ მოიპოვება
პლაცენტა: მდებარეობს წინა კედელზე, ზედამ ესამედში
სისქე: ნორმალური 24 მმ-მდე
სტრუქტურა: ერთგვაროვანი, სიმწიფე 0
ჭიიპლარი: 3 სისხლძარღვი, ცენტრალური მიმაგრება.
სანაყოფე წყლები: რაოდენობა ნორმა, სტრუქტურულად ერთგვაროვანი.
საშვილოსნოს ხელის არხი 35 მმ. შიდა პირი დილატირებული არ არისო.
მოკლედ მშვენიერი ბიჭიაო, ყველაფერი უთვალიერა დიდი ხანი,
ამას ფეხები და ხელები თავზე ქონდა შემოწყობილი და ისე იყო

ძაან ბევრი ვიცინე, საყვარელი პატარა აპრეხილი ცხვრი აქვს, სქელი
ტუჩები და იიიიიიიმხელა ლოყები რომ რა გითხრათ

ვაშლებივით.
სურათი გამომატანა მერე დავდებ.
ხო ახლა რაც შეეხება სისხლის ანალიზს, ჩავაბარე დღეს და ლეიკოციტები კიდევ
მომატეულია 1.7 ერთეულით.
იყო 14.5 და ახლაა 16.2... როე კიდე დაწეულია...
რა უნდა ვერ გავიგე. შორენამ ხვალ მოდი ჩემთანო.
დავილაპარაკებთ ალბათ და გავარკვიოთ იქნებ რა ხდება.
სიცხეებს ვიზომავ 36.3-36.4 მაქვს. არანაირი ჩივილი. წყლები სუფთა.
გემოგლობინი კი ავიდა 78-ზე

ხო და ასეა ჩემი ამბები, არ ჩაემწარებინა ამ ლეიკოციტებს ეს კარგი დღე
მშვენიერი იქნებოდა
This post has been edited by Ia-forumze on 8 Jun 2010, 11:35