როგორც იქნა მოვაღწიე სახლამდე!

ესე იგი ვიყავით დღეს სერგო ძიასთან და კარგი ამბებით დავბრუნდით
ნაყოფის თხემ-კუდუსუნის ზომა - 80 მმ, შეესაბამება 14 კვირას. (მენზით ვართ 12 კვირის და 6 დღის)
თავის ბიპარიეტალური ზომა - 25 მმ, შეესაბამება 14 კვირას.
ბარძაყის ძვლის სიგრძე - 9 მმ, შეესაბამება 13 კვირას.
საყელოს სივრცის სისქე 1.8 მმ. (ამაზე ავნერვიულდი ცოტა, მაგრამ მითხრა ნორმააო, ისე ვინმემ ხომ არ იცით რა დიაპაზონში მერყეობს?)
ნაყოფის გულისცემა 162 დ/წუთში ( 3 კვირის წინ 174 ჰქონდა).
ცხვირის ძვლები ფიქსირდებაო.
ყელის არხის სიგრძე 40 მმ. ეს გამიხარდა

უკანა კედლის ლოკალური ტონუსიო. (წინათ წინა კედლის ჰიპერტონუსი მქონდა).
დასკვნა: ორსულობა 13.5 კვირის. მშობიარობის ვადა 8 დეკემბერი (წინათ 12 მითხრეს).
და სქესი
არ მატყუებს ჩემი დედობრივი ინსტინქტი თურმე, რა თქმა უნდა კიკინებიანი გოგოა!!!
როგორც კი დაადო სერგომ ის რაგჰაც მოწყობილობა, ერთი წამით დავაფიქსირეთ გულაღმა და მერე უცებ ჩვენს თვალწინ გადმოტრიალდა და სახით დაგვენახა, მერე კიდე შემოილაგა ფეხები თავზე და ხელები გაპარჭყა

სერგომ მითხრა, ხედავ თითებსო, გაფარჩხული ჰქონდა. მერე ისევ გადატრიალდა გულაღმა და დაიწყო ხტუნაობა, მოკლედ სულ "ლივლივებდა", როგორც ჩემმა ქმარმა თქვა

ძლივს ადამიანის სახე არ ჰქონდა, მანამდე სულ წერტილს ვუყურებდი ხოლმე და თავკომბალას, ეხლა კიდე დაემსგავსა რაღაცას
მომავალი იწყება დღეს...