მოვედიიიი, დავბრუნდი, მახსენებდით ვნახე პოსტები

ესეიგი დილით მივედი შორენასთან, გამოამრთვა ეგრევე ანალიზები გაიტანა და
გარეთ კითხულობდა

ხო და მიყვირის იქიდან, გოგო, ეს რა მითხარი ლიმფოციტები
მაქვს მომატებულიო, რა გმიხეთქე გული მთელი ღამე არ მიძინია, ლამის უკვე ძვლის ტვინის
გამოკვლევაზე გიშვებდიო.
ნეიტროფილებია აწეულიო, მეთქი მე წინ მედო ანალიზი ისე გეუბნებოდი ნიუჟელი შემეშალათქო

ნუ მოკლედ, ეს ლეიკოციტები შეიძლება ორსულობის გამოც იყოს მომატებულიო, ანუ ამას ქვია ფიზიოლოგიური
ლეიკოციტოზი თუ რაღაც, მაგრამ მე მაინც მემაღლება ცოტაო და მინდა თავი დავიზღვიო, არ მინდა ფიზიოლოგიურად
ჩავთვალო და რამე გაგვეპაროსო, ამიტომ შეიძლება ტუბერკულიოზზეც კი ჩამაბარებინოს ანალიზი, გული კი გადამიქანდა
ეგ რომ გავიგე

მინდა ახლა ტუბერკულიოზი? თან არანაირი სიმპტომები არ გაქვსო, ყელი გამისინჯა, ჯირკვლები გამისინჯა,
სიცხეები არ მაქვს, სისუსტე არ მაქვს,არაფრის ტკივილი არ მაქვს მაგრამ ჯერ არ ჩააბაროო, ხვალ ძაან გამოცდილი თერაპევდი
მოვაო და მოდი შენც ერთად გაგსინჯავთო მაინც რომ თავი დავიზღვიოთო. მოკლედ ხვალ მივდივარ ისევ და იმედია არ დამჭირდება
ტუბეკულიოზზე ანალიზი, გული მისკდება, არ მინდა

კი გავუხეთქე შორენას გული, გახდი საინტერესო არაო?

მეთქი დიახთქო

მოკლედ ასეთი ამბებია, ხვალინდელ დღეს ველოდები გაფაციცებით.
იქიდან პრეზენტაციაზე გავიქეცი, კი მივიღე 100 ქულა მაგრამ სიმშვიდე მინდა ჯეკ
addicted