გოგოებო, მოვედი ისევ დავბრუნდი
პირველ რიგში ყველას ძაან დიდი მადლობა
ვინც გამომეხმაურეთ, ყველას ყველას ყველას,
რო არ გამომრჩეს ვინმე მაგიტომ არ ვწერ სახელებს.
მოკლედ თავიდან მოვყვები:
დილით გავედი სახლიდან 10 საათზე, თერაპევტმა გამსინჯა,
თამუნამაც, ლაბორანტიც ჩემ ანალიზებს დაარბენინებდა,
ფეხზე დადგა მთელი კლინიკა მართლა, ზაზაც კი განიხილავდა
რა შეიძლებოდა ყოფილიყო. რისთვისაც ყველას დიდი მადლობა იქაც.
მოკლედ თერაპევდი გამოვიდა მერე, შორენას დაურეკა და მოუყვა
გასინჯვის შედეგები, ანალიზებისაც, რომ ვერაფერი ანთების
მსგავსი რეაქციები იქ ვერ იპოვა, მერე ჯირკვლები გამისინჯა, ათას ადგილას,
რა ვიცი, რა არ ქნა მოკლედ.
შემოვიდნენ ოთახში და მითხრეს, არ ინერვიულო გაგზავნით სისხლის სპეციალისტთან
რომ გამორიცხოს მაინცო რამე გართულებაო სისხლის დაავადების მხრივო,
მართლა ნახევარი საათიმიხსნეს, რომ უბრალოდ უნდა გამოერციხათ და ფრთხილობდნენ,
მაგრამ გულმა მომიჭირა რასაც ქვია. ვეღარ ვასწრებდი პირდაპირ წასვლას, გამოცდა მქონდა
და ნამეცადინები არ ვიყავი.
გავიქეცი უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკიდან დაგიწერეთ უკვე ეს ყველაფერი, თან წიგნი მედო
თან ტავში არაფერი შემდიოდა და ცრემლები მაწვებოდა რასაც ქვია

ძლივს მივლასლასებდი, როგორც იქნა გამოცდის დრო მოვიდა და ამასობაში უბრალოდ დავრეკე
იმ კლინიკაში, "ჰემაში", რომლამდე იქნება ირაკლითქო, 4-მდეო. მეთქი აუცილებლად მოვალ
ორსული ვარ და ნუ წავა გეხვეწებითთქო, შევედი გამოცდაზე და ისეთი ტემპით ვწერე - რა გითხრათ,
რაც მთავარია მოვაბი თავი და საიდან დავწერე მეთვითონ არ ვიცი და საიდან გამახსენდა იმდენი.
გამოვვარდი გიჟივით უნივერსიტეტიდან და გავიქეცი მეცხრეში, მივედი და რას ვხედავ........
იცით რა მძიმე სიტუაცია იყო? მესამე სართული, გრძელი დერეფანი, პალატები, მოსაცდელში
თმებგაცვენილი და გაჭირვებული ხალხი წვეთოვნებით...
ნუ აივყვანე თავი ხელში და მივედი მიმღებში, ირაკლისთან ვართქო, 50 კაცი ელოდება და 51-ე თქვენ
იქნებითო. კარგითთქო, მაგრამ ჩემდა ბედად ამ ორომტრიალში ვერ გაუძლო ხალხმა და უმეტესობა
წავიდა ხვალ მოვალთო, მიმღების ქალმა კიდევ წინ ჩამსვა რიგში და ასე ვთქვათ მაგრად მიჯიგრა.
უკვე კარებთანვიყავი ბოლო პაციენტი იყო შესული, რომ შემოვიდნენ სვეცკი ქალი ვიღაც, ჯააან ტაკოი
დიდ კაცთან ერთად და გამწიეს გვერდით, შეცვივდნენ ირაკლის ოთახში, გამოვშტერდი და პირი დავაღე
როგორი ცხოველი უნდა იყო, რომ ეგეთი რამე გააკეთო, ხალხი რომ დილიდან ელოდება, შეუვარდა მიმღების
გოგო და გამოლანძღა რასაც ქვია.
პარალელურ რეჟიმში შორენა მირეკავდა, მე ვიცი შენ რა ტიპი ხარ და ახლა რა დღეში იქნებიო, ჩევნ ყველაფერი
გამოვრიცხეთ და დარწმუნებულები ვართ მანდაც არაფერი იქნება, უბრალოდ ეგ კაცი გამოცდილია, ჩვენზე მეტი
იცის სისხლის ამბავში და გვინდა მაინც ბოლომდე დავრწმუნდეთო. არაფერი არ იქნება აგერ ნახავო.
მეთქი დღესვე მოვედი უკვე რიგში ვართქო და პასუხი შემატყობინე აუცილებლადო.
ნუ მერე როგროც იქნ ამეც შევედი ირაკლისთან, ჯერ რომ დამინახა გაეცინა, რამ შეგაწუხა თანაც მარტო და ასე თამამად
რომ მოხვედი ორსული გოგოო, ჩემთან შენ პირველად ხარო. ეგრევე მომეწონა და საყვარლად მომეჩვენა ძაან.
ამოვიღე ანალიზები და მივაწოდე, თან მოვუყევი ყველაფერი რა როგორ იყო, გადახედა პირველს, მეორეს მესამეს,
აათვალიერა-ჩაათვალიერა, შემომხედა და მიყურებს - შენ არაფერი არ გჭირს შვილოო. ახლა მე ექიმთან გაგატან
წერილს, რომ ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურია და არაფერს არ საჭიროებსო. მოდი, შენ რომ მშვიდად იყო მაინც
გაგსინჯავო და ხან პირში ჩამხედა, ჯირკვლები ნახა, მერე დამაწვინა მირტყა გვერდებში, ადექი შვილო ადექიო, წამომაყენა.
დაანებე ამ ყველაფერს თავი და გააგრძელე მშვიდად ცხოვრებაო.
აი როგორ ამოვისუნთქე ვერ აგიღწერთ, ასე მეგონა მომეშვა ქვეყნიერების ტვირთი. გამომატანა დაწერილი ფურცელი, სადაც
შორენას წერს, რომ არც ვირუსული და მითუმეტეს ჰემატოლოგიური პაციენტს არაფერი აღენიშნება და სისხლში ცვლილებები
ფიზიოლოგიური მოველნააო.
გამოვედი შორენსაც დავურეკე და მითხრა, აი ამ ღამით კი ნაღდად დამეძIნებაო

))
ეგრეც ვიცოდი რომ არაფერი იქნებოდა, მაგრამ მაინც ეს რომ მე გადამეწყვიტა
და დამეტოვებინა უყურადღებოდ ჩემ თავს ვერ ვაპატიებდიო.
მოკლედ გამომიარა დათომ სამსახურიდან, მოვედი სახლში და მხოლოდ მერე გამახსენდა, რომ მთელი დღე ლუკმა არ მქონდა
პირში ჩადებული. ცოტა ამოვისუნთქე ვჭამე, დავისვენე და ახლა კარგად ვარ.
ბავშვი მთელი დღეა დახტის და არ გაჩერებულა, ექიმს ხელიც კი შეუბრუნა გვერდებზე რომ შემომცხო

აი ასეა ჩემი ამბები, ძაან რთული იყო ჩემთვის და ამას + ორსული იაკოსთვის ოდნავ მაინც გაეცნობიერებინა,
რომ ძვლის ტვინში ქონდა პრობლემა.
იმ დერეფანში მარტო ყოფნაც ძნელი იყო,არავინ არ წავიყოლე სპეციალურად,
არც არავისთვის მითქვამს დათოს გარდა, იმასაც ისე ლაითად, რომ ვერც მიხვდა
რის ექიმთან მივდიოდი. (შინაგანად ვარ უფრო პანიკა და ფორუმზეც ის ვარ, რაც შინაგანად - გარეგნულად ნაკლებად ვიმჩნევ ახლობლებთან)
მაგრამ კარგი ვქენი რომ დღესვე გავვარდი, მე ამ ღამით ვერ დავიძინებდი ნამდვილად.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას თქვენ რომ ასე გვერდში მიდგახართ ხოლმე ჩემი პანიკობის ჟამს

32 კვირამდე თავისუფალი ვარ ყოველგვარი ექიმების და ანალიზებისაგან
This post has been edited by Ia-forumze on 10 Jun 2010, 19:53