
შენთვის არაფერი მენანაება!
ისე, ეხლა ვფიქრობ იმაზე, რომ ზოგჯერ ადამიანები რა ტყუილად ვიშლით ნერვებს რაღაც სისულელეებზე.
ღმერთმა უკეთ იცის რა და როდის არის უკეთესი.
ის 5 თვე, როცა წეროს აქტიურ ლოდინში ვიყავი, ნერვები მაწყდებოდა ხოლმე ორსულობა რომ არ ხდებოდა.
არადა რომ არა ის თვეები, ამ ორსულობის შენარჩუნებას ან საერთოდ ვერ მოვახერხებდი ან საშინლად გამიჭირდებოდა.
მოსამზადებელ პერიოდში ვიკვებებოდი ზუუსტად ისე, როგორც ორსული ქალი, დღეში იმდენ რძეს, მაწონს, ყველს, ხილს, ბოსტნეულს და ხორციან კერძებს ვჭამდი, იმუნიტეტი გამიხდა სუპერ. წონაშიც მოვიმატე საკმაოდ.
არადა იმ ჩემი 44 კილოთი რო დავრჩენილიყავი ორსულად, და მერე 5 კილოზე მეტი დამეკლო ტოქსიკოზის გამო, წარმოიდგინეთ ეხლა მაქსიმუმ 39 კილო ვიქნებოდი და დაბალი ჰემოგლობინი და სუსტი იმუნიტეტი მომიღებდა ბოლოს.
ასე რომ, ჩემო ოქრო

, გიწილადებ ატამს და ყველა ხილსაც.
ჩემგან არ გესწავლება რა მნიშვნელოვანი პერიოდი გაქვს, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე თვითონ ორსულობა.