დავბურნდი გოგოებო.. დავიღალე, მაგრამ არაუშავს..
ე.ი. ვიყავი სერგოსთან, რომ დამინახა ამას აქ რა უნდაო

მე ხომ ვუთხარი აღარ მოვიდესო

მერე მეუღლეს გადავაბრალე, მან წამომიყვანა ძალითთქო
ყველაფერი ძალიან ძალიან კარგადაა ეხოზე... ყველაფერი ნორმაშია. 37 კვირა და ერთი დღე..
ბავშვის წონა 3100.. დანარჩენი არ მახსოვს, პასუხები ექიმთან დავტოვე.. ნუ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგადაა... 7 ივლისი დამიწერა სერგომ მშობიარობის დრო.. ყელი არ არის ჯერ დამოკლებულიო..
მეუღლემ ანალზიების პასუხებიც მომიტანა და კოაგულოგრამაც და იქაც ყველაფერი ძალიან კარგად არის. გემოგლობინიც გამოსწორდა 72 მაქვს
მოკლედ კარგი გოგო-ბიჭები ვართ..
ამ პასუხებით ავედით სოსოსთან და ჩემი ვარაუდი (რათქმაუნდა მისივე ნათქვამი წინა ვიზიტზე) 20-25 შუალედში დანიშნავდა საკეისროს, მცდარი აღმოჩნდა
არაფერი მაძლევს საბაბს ვიჩქარო საკეისროო.. ვაცადოთ ამ ბავშვს შიგნით ყოფნაო... გამომკითხა ყველაფერი, ნახა პასუხები, გამსინჯ და ჯერ ადრეა შენთვის საკეისროს დანიშვნა, ყველაფერი კარგადაა და 28-ში მოდიო. ალბათ პირველში გავაკეთებთ საკეისროსო... ნუ ისიც გამაფრთხილა თუ მანამდე ტკივილები დაგეწყო ან წყლები დაღვარე, რაც არ არის მოსალოდნელი, მაგრამ მაინცო, მაშინვე მირეკავ და მოდიხარ სამშობიაროშიო..
აი ესე არის ჩემი ამბები...

მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის.....

cincla - მიხარია შენი კარგი ამბებიიი
ia-forumze - არ დაუტოვებივართ, აქ ვარ, ტქვენთან, ჯერჯერობით
ამდენ ნაიარევს, ამდენ ნაიარევს, ვინ მომიშუშებს, ამდენ ნაიარევს?! - დროო, დროო... მოდი მალე.. დროო, დამეხმარე.....