დილა მშვიდობისა გოგოებო

როგორ ხართ, როგრო გეძინათ?
რა სასიამოვნოდ წვიმდა ღამე და
ახლაც სიგრილეა, მშვენიერია

როგორ მიხარია კარგი ამბები რომ აქვს ყველას

მეც იმედი მაქვს 32 კვირაზე კარგი ამბები მექნება, წინ კიდევ 3.5 კვირა მაქვს

))
აუ გუშინ სახლში რომ მოვედი ბევრი მქონდა ნასიარულები ფეხით, დაღლილი
ვიყავი, ხო და რომ დავჯექი რაღაც ისე დამაწვა მენჯებში თუ მენჯებს შორის,
ვერ დავაფიქსირე, მატკინა და დამიმძიმა ქვედა მხარე. როგორც კი ავდექი და გავიარე
გამოვიარე, მომეშვა.
ნეტა რა იყო ახლა ვფიქრობ, შეიძლებოდა ბავშვი ჩატრიალებულიყო თავით ქვევით და ეგ
ვიგრძენი?
ახლა ვეღარ ვხვდები რა პოზაშია

ცოტა უფრო სხვანაირად მოძრაობს

კარგი სტატიაა ორსულების კვებაზე და წონის მატებაზე
http://www.brighthub.com/health/diet-nutri...cles/49649.aspxმეშვიდე და მერვე თვეში კვირაში ნახევარი კილო უნდა იმატოთო
და მეცხრე თვეში უნდა შეჩერდეს და 1-1.5 კგ მოიმატოთო.
ესეიგი მეშვიდე მერვე თვე ყველაზე სწრაფი მატების პერიოდია
This post has been edited by Ia-forumze on 18 Jun 2010, 10:38