გოგო, მე რა არ მესმის იცი?
შენი ექიმი საიდან ითვლის და რას ითვლის.
ერთი რომ მაგ ვადაზე სადღაც 10 კგ-მდეა მატება ნორმა,
მეორე რომ ნახევარ კილოს უნდა იმატებდე კვირაში მე-7 და მე-8 თვე
და მესამე ის, რომ თუ ბავშვია შედარებით დიდი და ვიწრო მენჯის
გამო არაა სასურველი გაიზარდოს, კი არ უნდა იშიმშილო, ექიმმა უნდა
დაგინიშნოს სწორი კვება, სადაც დიდი რაოდენობით იქნება რძის პროდუქტები,
ბოსტნეული, ხილი (არა საღამოს საათებში) და ამოღებული იქნება ტკბილეული
და ცომეული, განსაკუთრებით თეთრი ფქვილისაგან დამზადებული.
დიეტას იშვიათად ნიშნავენ მეცხრე თვემდე (35-36 კვირამდე), რადგან
ამ დროს ბავშვი აგრძელებს ზრდას და არა მარტო ქონის დადებას, იყალიბებს
კუნთოვან მასას და ა.შ.
ამიტომ კარგად დაელაპარაკე ექიმს და შიმშილობას მოეშვი.
აგერ მეშვიდე თვეს ვამთავრებ, ჩემი ბავშვიც საკმაოდ მეტია წონით იმაზე, რაც უნდა იყოს
მითუმეტეს ეს მაშინ იყო, როცა ჯერ არ ქონდა აქტიურად "ქონის დადება" დაწყებული,
მეც არ მაქვს ცოტა მატება, ნორმის ფარგლებში ვარ, მაგრამ ექიმმა არაფერი არ შემიზღუდა
ჯერ-ჯერობით ბევრი მარილის გარდა. ნელ-ნელა ამოვიღებთ ნაკლებად საჭირო პროდუქტებს.
გადავირიე პროსტა, ამხელა ორსული მარტო ერთ ცალ ბადრიჯანზე და პამიდორზე არ უნდა
იყო მთელი დღე, შენ თავსაც მოიფრთხილდი მარტო ბავშვს კი არა, არ გამოიფიტო.

აუცილებლად დაელაპარაკე შენს ექიმს, აუცილებლად !
This post has been edited by Ia-forumze on 21 Jun 2010, 22:34