მეც დავბრუნდიიიიიიიიიიიიიიიიიიი

აბა როგორ ხართ გაბერილებო და გასაბერებო?

გადავავლე თვალი პოსტებს, დეტალურად ვერ წავიკითხე,
იმედია ყველა კარგად ხართ.
ჩვენ გუშინ გვიან დავბრუნდთი ბულაჩაურიდან, მშვენიერი
2 დღე გავატარე. შუადღეზე იქაც იწვოდა ყველაფერი, საღამოობით
კიდე მშვენიერი სიგრილე იყო, არაგვზეც ჩავედით, მხოლოდ ფეხების დასველებას
დავჯერდი

მზესაც ვერ დავემალე ბოლომდე და ოდნავ სახეზე ფერი დამედო

რაც შეეხება ჩემ ვაჟბატონს მგონი კარგად არის, ძველებურად აწვება და ეჭიდავება
ჩემ მუცელს

ხვალ ეხოზე მივდივარ და უჩვეულოდ მშვიდად ვარ, როგორ მოხდა არ ვიცი,
აქამდე ძაან დაძაბული ვიყავი ხოლმე, ხო და ახლა მაგაზე მეშინია, წინასწარ
რაზეც გული ვიხეთქე ყველაფერი კარგად აღმოჩნდა და ახლა ასე მშვიდად
რატომ ვართქო

ამ კვირის ბოლოს ანალიზებსაც ჩავაბარებ სავარაუდოდ, შემდეგ მოვხვევ ხელს
ყველაფერს და გაგუასთან მივალ