დავბრუნდი ეხოდაააააააააან

სერგო ბიძიასთსან ვიყავით და დავბრუნდით ასეთი შედეგებით:
ორსულობის ვადა: 32 კვირა
მდებარეობა - სიგრძივი, წინამდებარე ნაწილი - თავი
ნაყოფის გულისცემა: 146 დ/წ
ფეტომეტრია:BPD - 85 (34 კვირა და 4 დღე)
OFD - 107 (34 კვირა და 1 დღე)
HC - 305 (34 კვირა და 6 დღე)
AC - 308 (34 კვირა და 6 დღე)
FL - 70 (32 კვირა)
ცეფალური ინდექსი- 0.80 (N-0.69-0.86)
ნაყოფის სავარაუდო წონა: 2304 გრ.
ფეტომეტრიული მონაცემებით ორსულობა შეესაბამება: 34 კვირას
მშობიარობის ვადა: 25.08.2010
პლაცენტა: წინაკედელზე, 29მმ, სტრუქტურა არაერთგვაროვანი; სიმწიფის ხარისხი I (ეს არაერთგვაროვანიახლა შევამჩნიე და ნეტა რაა, არც მიუქცევია ყურადღება, მომწიფებას რომ იწყებს?)
ჭიპარი ერთჯერადად შემოხვეული
ამნიოტური სითხე: რაოდენობა ნორმა; სტრუქტურა ნორმა;
ენდოცერვიკალური არხი: 32 მმ - ნორმა; შიდა პირი დახურული
აი ასეთი ბამბაოზები და ბეგემოტები ვართ

წონა რომ მითხრა სერგომ პირი დავაღეეეე
სერგომ დეტალურად გამომკითხა დღეს რა ჭამეო,
ჩემ ქმარს უთხრა 6-ის მერე ლუკმა არჩაადებინო პირშიო,
დაემშვიდობე ცომეულს,თეთრ პურსო,დღესაც ვაბშე აღარაფერი ჭამოო
ყელს ცოტა დამოკლება აქვს დაწყებული, მაგრამ ამ წონის ბავშვზე და ამ ვადაზე სავსებით ნორმააო.
მეტი ეხო აღარ გჭირდება,წადი და აღარ დამენახოო

ზომები, ყველაფერი პროპორციულია,მოეწონა ბავშვი ძალიან, კაცია ეს, თან რა კაციო,
ტვინი ადგილზეა,ხო დამშვიდდიო,აგერ ფეხები მოჭერილიო, მუცელიო,მოკლედ
კაი ძმაკაცებივით ვილაპარაკეთ მერე და დავემშვიდობეთ ერთმანებს

და თაივისი ინიციატივით მოგვცა სურათი

არაფერი არ ჩანს მერე დავდებ
მაგრამგაოცებული ვარ ამ ბავშვის ლოყების ზომით და წონით.
ბოლო 3 კვირაა გრამი არ მომიმატია, თეთრი პური რამდენი ხანია არმ იჭამია,
საღამოობით აღარ ვჭამ, მხოლოდ ხილს...ვიშიმშილო?
This post has been edited by Ia-forumze on 13 Jul 2010, 19:36