მე ექიმმა ამიკრძალა ბევრის დალევა

თირკმელებს ისედაც ძალა ადგებაო და მივეშველოთო.. ნაკლები სითხე მიიღეო მითხრა...
თან რაღაც ვარჯიშებიც დამინიშნა თირკმელებმა რო დაისვენოს, დღეში სამჯერ გააკეთეო. მუხლებზე და იდაყვებზე უნდა დაეყრდნო,ანუ მუცელი აღარ აწვება თირკმელებს. ასე გააკეთე 20-20 წუთი დღეშიო, მარა ჰა ჰა 8 წუთი გავძლო..
მე გუშინ ვიყავი ეხოზე.. 33.5 კვირის ორსულობა

მშობიარობის სავარაუდო თარიღი 24 –26 აგვისტო..
წონა 2.100 და ჭიპლარი აქვს ერხელ მსუბუქად შემოხვეული.. დანარჩენი ყველაფერი კარგად არის.. ლამაზი ტუჩები აქვსო..
აი ჩემი კნუტი

ხოო, ეხოს მერე ვიყავი ექიმთან და ანალიზები ავიღე, სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, შარდი და ანტისხეულები (არ მაქვს

)
მე ვერ ვერკვევი ამ ანალიზების მონაცემებში.. მარა მთალდ კარგად ვერააო საქმეო, პროტრომბინი აწეული მაქვს 108მდე და გემოგლობინი 62 და კიდე რაღაცეები არ მოეწონა.. ნუ მე არ ვიცი რა.. ხოოდა გამომიწერა წამლები და ვიჭყიპები დღეიდან დაახლოებით 5 წამალს ვსვამ,
თან წნევაც მაღალი მაქვს 130მდე ავიდა და მეჩხუბა, დიეტას რო არ იცავ მაგის ბრალიც არისო...გაგიჭირდება მშობიარობა შენც და ბავშვსაცო ასე თუ გააგრძელეო და იტოგში მაგრად შემარცხვინა, თან სხვა ექიმებიც ისხდნენ იქ და მართლა შემრცხვა. არადა მთლიანობაში 9 კილო მაქვს მომატებული, 33.5 კვირის ვადაზე მემგონი ცუდი შედეგი არაა, მე პროსტა ორსულობამდე ავკრიფე მაგრად და ორსულობაში სულ 9 კგ.
მოკლედ ასე.. დღეიდან ისევ ვიწყებ უმარილო, უპურო და ა.შ ჩემთვის საზიზღარ დიეტას, რაც ძაან მოქმედებს ხასიათზე..

ნუ მთავარია ჩემი პრინცესა კარგადაა და ჯანდაბას ავიტან კიდე თვენახევარი ამ დიეტას..
ხო, კიდევ გუშინ შევიძინე ანტირეზუსიმუნოგლობულინი და მაცივარში ვინახავ და დამშვიდებული ვარ

შაბათს (თუ მუშაობენ) მინდა ჭიპლარის სისხლის ბანკში მისვლა და მაგ ამბის მოგვარებაც და კიდევ, რაც მთავარია ჯერ ვერ ავარჩიე სამშობიარო

თუ მოვახერხე შაბათს წავალ იმედის კლინიკაში და გაგუაში და დავზვერავ რა სიტუაციაა

ეს კიდევ თქვენ ყველას ჩემგან და ბაიასგან
This post has been edited by knutii on 14 Jul 2010, 15:17