გამარჯობა, მე მოვედი....
MELO_MELO რა კარგი დღეაა
Ctrl 
როგორ გაზრდილა და მოსუქებულა...
დღეს მეც ვიყავი ექოზე და ამის ნახევარია, გაჩხინკული
პ.ს მოკლედ მოგიყვებით ჩემს ამბავს:
გუშინ დილიდან ცუდად ვიყავი, გული მქონდა ცუდად, პულსი 100 მდე, წნევა 80/55-ზე (ნუ ნორმაა), უჰაერობა, მუცლის არეში ტკივილი და 100 უბედურება..
შუადღის 3 საათისთვის უფრო ცუდად გავხდი, გავენთავისუფლე უფროსს და წავედი სახლში,
მომცა 37 სიცხე, მერე 37.7 , 38....
შემეშინდა, ერთიანად ვხურდი, მუცელი მტკიოდა, ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი და ხშირად ვურეკავდი ექიმს..
შორენამ დამამშვიდა არაფერია "ვიუსიდ" იყიდე, იმუნური სისტემის გამაძლიერებელი არისო. სხვა არანაირი სიცხის დამწევი არ გინდაო...
ბოლოს 37.3-ზე რომ ჩAმოვიდა სიცხე დავწექი და დავიძინე,
დილას 9:30-ზე დავერჭვე ოჯახის ექიმთან:
1. ფილტვები მოვასმენინე - არაფერი არ იყო;
2. კარდიოგრამა გადამიღო - აქაც არაფერი არ იყო;
3. ექოზე შევედით და 180 გრამიანი სულიერი ისე იქცეოდა თითქოს მე არაფერი მჭირდა გუშინ :ფეხებზემკიდია: - ანუ აქაც სიმშვიდე იყო, ტონუსის ნასახიც არ იყო..
4. დაათვალიერეს თირკმელები, ნაღვლის ბუშტი - ერთი შეხედვით აქაც არაფერი იყო, თუ არ ჩავთვლით მცირე ნალექს ნაღვლის ბუშტში.
დასკვა: გამიღიზიანდა საჭმლის გამო კუჭი/ნაღვლის ბუშტი, ამის გამო შეიძლება ყოფილიყო არითმიაც და სიცხეც... ექიმმა მითხრა 2 დღე ხილი არ ჭამოო, არც ნახარშებიო... სხვა ყველაფერი კარგად არისო..
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა
loading...